სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არისი.

არისი (ყაზახ. Арыс) — მდინარე ყაზახეთში, სირდარიის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 378 კმ, აუზის ფართობი 14,9 ათ. კმ². სათავე აქვს თალასის ალთაუსა და ყარათაუზე. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. საშუალო წლიური ხარჯი ქალაქ არისთან 46,6 მ³/წმ. ჩამონადენის მაქსიმუმი აპრილზე მოდის, მინიმუმი აგვისტოზე. იყენებენ სარწყავად. არისის მთავარი შენაკადებია მაშათი, აქსუ, საირამსუ, ბორალდაი და სხვ.

არისი
ყაზახ. Арыс

ბორანი მდინარე არისზე
ქვეყანა ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
ქალაქები არისი
სათავე 42°31′01″ ჩ. გ. 70°37′39″ ა. გ. / 42.51694° ჩ. გ. 70.62750° ა. გ. / 42.51694; 70.62750
შესართავი სირდარია
42°47′ ჩ. გ. 68°14′ ა. გ. / 42.783° ჩ. გ. 68.233° ა. გ. / 42.783; 68.233
სიგრძე 378 კმ
აუზის ფართობი 14 900 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 46,6 მ³/წმ
არისი (მდინარე) — ყაზახეთი
არისი (მდინარე)
არისი (მდინარე)
— სათავე, — შესართავი
არისი ვიკისაწყობში

ლიტერატურა

რედაქტირება