ართურს-პასის ეროვნული პარკი
ართურს-პასის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი ახალ ზელანდიაში, სამხრეთ კუნძულზე.
ართურს-პასის ეროვნული პარკი
Arthur's Pass National Park | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | კენტერბერის რეგიონი |
ქვეყანა | ახალი ზელანდია |
კოორდინატები | 42°57′ ს. გ. 171°34′ ა. გ. / 42.950° ს. გ. 171.567° ა. გ. |
ფართობი | 1 143 კმ² |
დაარსდა | 1929 |
მმართველი ორგანო | ახალი ზელანდიის კონსერვაციის დეპარტამენტი |
შეიქმნა 1929 წელს. იგი პირველი ეროვნული პარკი იყო სამხრეთ კუნძულზე და მესამე ახალ ზელანდიაში. შუაზე ჰყოფს სახელმწიფო გზატკეცილი 73. აღნიშნული გზა გადაკვეთს სოფელ ართურს-პასს და იგივე სახელწოდების უღელტეხილს, სამხრეთ ალპებში, ზღვის დონიდან 920 მეტრზე. პარკს მართავს ახალი ზელანდიის კონსერვაციის დეპარტამენტი.
გეოგრაფია
რედაქტირებაპარკი ძალზედ მკაფიოდაა გაყოფილი სამხრეთ კუნძულის მთავარი წყალგამყოფის მიერ. აღმოსავლეთი მხარე მშრალია და შედგება წიფლის ტყეებისა და მდინარეთა ფართო კალაპოტებისგან, დასავლეთი მხარე კი უღრან წვიმის ტყეებს მოიცავს. გეოგრაფია ფაქტობრივად ჩამოაყალიბა უძველესმა გამყინვარებამ, რა დროსაც წარმოიშვა U-სებრი ხეობები. ცენტრში აღმართულია მაღალი ქედი, თოვლიანი მწვერვალებით.