არვერნები
არვერნები — აკვიტანიაში (ახლანდელი ოვერნი) მცხოვრები გალური (კელტური) ტომი. ძვ. წ. I საუკუნეში ებრძოდნენ გალურ ტომებს, ედუებს, გალიაში გავლენისათვის. არვერნების ბელადმა ვერცინგეტორიქსმა გააერთიანა გალების ტომთა უმრავლესობა იულიუს კეისრის წინააღმდეგ. არვერნებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს რომაელებს, მაგრამ ალეზიის ბრძოლაში ძვ. წ. 52 წელს დამარცხების შემდეგ დამორჩილდნენ რომს. „არვერნებისაგან“ წარმოდგა საფრანგეთის პროვინცია ოვერნის სახელწოდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 562.