ალეზიის ბრძოლა
ალეზიის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
გალიის ომის ნაწილი | |||
ვერცინგეტორიქსი ნებდება კეისარს. ლაინერ როელის ნახატი. | |||
თარიღი | სექტემბერი, ძვ. წ. 52 | ||
მდებარეობა | ალეზია , გალია (ახლანდელი საფრანგეთი) | ||
შედეგი | კეისრის გამარჯვება | ||
ტერიტორიული ცვლილებები |
რომის რესპუბლიკამ კონტროლი აღადგინა გალიაზე. | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ალეზიის ბრძოლა ვიკისაწყობში |
ალეზიის ბრძოლა (აგრეთვე ცნობილი როგორც ალეზიის ალყა) — ძვ. წ. 52 წლის სექტემბერში გამართული ბრძოლა გალებსა და რომის რესპუბლიკას შორის. გალიის არმიას ხელმძღვანელობდა ვერცინგეტორიქსი, რომაელებს კი იულიუს კეისარი. ალეზია იყო გალიის ომის უკანასკნელი ბრძოლისველი, სადაც საბოლოოდ გადაწყდა ომის ბედი.
გალიის ომის მერვე წელს იულიუს კეისარმა ალეზიას ალყა შემოარტყა. მან ქალაქის გარშემო ააგო 4 მეტრის სიმაღლის წრიული თავდაცვითი ნაგებობა. მას შემდეგ კი, რაც გაიგო, რომ გალების დამხმარე ძალაც მოემართებოდა მისკენ, ასეთი ნაგებობების და მიწაყრილის მეორე ხაზიც ააგებინა ზურგის დასაცავად. მოსულმა დამხმარე ძალამ რამდენიმეჯერ სცადა რომაელების ფორტიფიკაციების გარღვევა. მესამე ცდაზე ვერცასიველაუნუსის მეთაურობით რომაელებს 60,000 გალმა შეუტია მათი ნაგებობების სუსტ წეტილში. რომაელებმა მოიერიშეებს ჯერ უკან დაახევინეს, შემდეგ კი გაქცეულებს დაედევნნენ და ჩეხდნენ. მეორე დღეს ვერცინგეტორიქსი კეისარს დანებდა. ბრძოლის შედეგად რომმა გალიაზე კონტროლი დაიბრუნა. სამხედრო მოქმედებების შემდეგ სენატში კეისრის მიმართ დამოკიდებულება გამწვავდა. მათ მას მოსთხოვეს არმია დაეტოვებინა და რომში დაბრუნებულიყო. ამის პასუხად იულიუს კეისარმა რუბიკონი გადალახა, რითაც დაიწყო რომის სამოქალაქო ომი.
კეისრის მიერ ქალაქისთვის შემორტყმული ალყა მიიჩნევა მის ერთ-ერთ უდიდეს სამხედრო მიღწევად და საალყო ხელოვნების კლასიკური მაგალითია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Military History (About.com) დაარქივებული 2011-01-12 საიტზე Wayback Machine.
- ქართული საბრძოლო ხელოვნება - ალეზიის ბრძოლა[მკვდარი ბმული]