ვერცინგეტორიქსი
ვერცინგეტორიქსი — გალების ტომის, არვერნების ბელადი, რომელიც ძვ. წ. 52 წელს სათავეში ჩაუდგა გალების აჯანყებას რომის წინააღმდეგ. დაამარცხეს იულიუს კეისრის მხედრებმა. რომაელებმა ვერცინგეტორიქსს ალეზიაში ალყა შემოარტყეს და ტყვედ იგდეს. აიძულეს მონაწილეობა მიეღო იულიუს კეისრის ტრიუმფში, შემდეგ სიკვდილით დასაჯეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 378.