არდოტის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არდოტის სამხრეთ განაპირას, მთის ფერდობზე. განეკუთვნება XIX საუკუნეს.

ეკლესია ე. წ. „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის ნაგებობაა. ნაშენია სხვადასხვა ზომის ფიქალით, კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია თლილი ქვა. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია გუმბათის მნიშვნელოვანი ნაწილი, მონგრეულია კედლების ზემოთა ნაწილები. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს: დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელიც ხუთწახნაგოვან შვერილს ქმნის. აფსიდის წინ ბემაა. აფსიდის ღერძზე გაჭრილი სარკმლის ორივე მხარეს, გეგმით ნახევარწრიული თითო თაღოვანი ნიშაა. დანარჩენი მკლავები სწორკუთხოვანია. ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე, აფრების მეშვეობით დამყარებულ გუმბათის ყელში ექვსი სარკმელი ყოფილა გაჭრილი. გარედან ეკლესიის დასავლეთისა და ჩრდილოეთის მკლავებს კარიბჭეები ეკვროდა.

ლიტერატურა

რედაქტირება