ლავრენტი არდაზიანი

ქართველი მწერალი
(გადამისამართდა გვერდიდან არდაზიანი, ლავრენტი)

ლავრენტი პეტრეს ძე არდაზიანი (დ. 1815, თბილისი ― გ. 13 იანვარი [ძვ. სტ. 1 იანვარი], 1870, იქვე) — ქართველი მწერალი, ქართული კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ლავრენტი არდაზიანი
დაბადების თარიღი 1815
დაბადების ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1 (13) იანვარი, 1870
გარდაცვალების ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
საქმიანობა ჟურნალისტი და მწერალი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ჟანრი critical realism

ბიოგრაფია

რედაქტირება

არდაზიანის მამა, დეკანოზი პეტრე, და დედა, სოფიო, განათლებული და ქართული მწერლობის მოყვარული პირები იყვნენ. არდაზიანმა დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია (1837). 1846 წლიდან მსახურობდა საქართველო-იმერეთის გუბერნიის სამმართველოში, „ამიერკავკასიის პრიკაზში“, გენერალურ-გუბერნატორის კანცელარიაში, თბილისის საოლქო სასამართლოში და სხვა.

სამწერლო ასპარეზზე არდაზიანი გამოვიდა შექსპირის „ჰამლეტის“ პროზაული თარგმანით („ცისკარი, 1858“) და მალე „ცისკრის“ წამყვანი თანამშრომელი გახდა. არდაზიანმა ადრევე გამოამჟღავნა ცხოვრების მოვლენების შეცნობის უნარი (ლექსი „ფულები“ — „ცისკარი“, 1859), ხოლო ცნობილ რომანში „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ („ცისკარი“, 1861) დამაჯერებლად ასახა ძველი სოციალური ყოფის და ბურჟუაზიული ურთიერთობების დამკვიდრების გარდაუვალობა საქართველოში. თუმცა მწერალი ლიბერალური თავადაზნაურობის პოზიციებზე იდგა, მისი რომანის წარმატება თავად-აზნაურთა რომანტიკულმა სახეებმა კი არ განაპირობა, არამედ სავაჭრო ბურჟუაზიის წარმომადგენლის - მეჯღანუაშვილის ცხოვრებისა და ფსიქოლოგიის დაკვირვებულმა, რეალისტურმა ანალიზმა. ბატონყმური ურთიერთობის დრომოჭმულობა არდაზიანმა გვიჩვენა რომანში „მორჩილი“ („ცისკარი“,1862).

იმდროინდელი ქართული ჟურნალისტიკის საყურადღებო მოვლენა იყო არდაზიანის პუბლიცისტური და კრიტიკული წერილები: „Белый обзор 12 книжек журнала „Заря“. С января по декабрь 1858 г. ნ. ბერძენოვისა“ („ცისკარი“, 1859), „პასუხი უ. ბერძენოვის პასუხისგებაზე“ („ცისკარი“, 1859), „ორიოდე სიტყვა შესახებ თერგდალეულის სტატიისა“ („ცისკარი“, 1863). ამ წერილებში არდაზიანმა პირველმა მიაქცია ყურადღება ქართული პროზის ჩამორჩენის მიზეზებს, შეეხო სამწერლო ენის სასაუბრო ენასთან დაახლოების აუცილებლობას. მხატვრულ ნარკვევში „მოგზაურობა ტფილისის ტროტუარზედ“ („ცისკარი“, 1862) არდაზიანმა ამხილა ტრაბახა დილეტანტები, „ცრუგანათლებულნი“. არდაზიანის ფსევდონიმების „ბიძია თონიკე“, „ალექსი ელბაკიძე“.

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გამეზარდაშვილი დ., ნარკვევები ქართული რეალიზმის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1953;
  • გაჩეჩილაძე ა., ნარკვევები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1952;
  • კოტეტიშვილი ვ., ქართული ლიტერატურის ისტორია (XIX ს.), თბ., 1959;

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება