არაზი
არაზი (სომხ. Արազի) (ნამდვილი გვარი — მოვსეს მელიქის ძე არუთინიანი სომხ. Մովսես Մելիքի Հարությունյան) (დ. 1 აპრილი, 1878, შულავერი, ახლანდელი შაუმიანი, საქართველო — გ. 21 დეკემბერი, 1964, ერევანი, სომხეთი), სომეხი მწერალი, სომხეთის პროლეტარიატული პროზის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სწავლობდა პეტერბურგში ტექნოლოგიის ინსტიტუტში. რევოლუციური მოღვაწეობისათვის ორჯერ დააპატიმრეს (1901. 1903). სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1906 წელს. მისი მცირე ფორმის მოთხრობები („უკანასკნელი სიზმარი“, 1912; „მზე“, 1913; „ზღაპრები“, 1913; „სისხლიანი ყვავილი“, 1916) გამსჭვალულია რევოლუციური სულისკვეთებით. რევოლუციის შემდეგ მისი შემოქმედების მთავარი თემა გახდა ადამიანის ფორმირება ახალი ცხოვრების პირობებში (მოთხრობა „ამხანაგი მუკუჩი“, 1924; „შეშინებული ჰანესი“, 1927). ავტობიოგრაფიულ რომანში „ალმობედული ჰორიზონტი“ (1940) ასახა სომეხი ინტელიგენციის რევოლუციური წარსული, ხოლო რომანი „ისრაელ ორი“ (1959) მიუძღვნა სომეხი ხალხის განმათავისუფლებელ ბრძოლას XVII-XVIII საუკუნეებში. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და ორი სხვა ორდენით.
არაზი | |
---|---|
სომხ. Մովսես Մելիքի Հարությունյան | |
დაბადების თარიღი | 20 მარტი (1 აპრილი), 1878[1] [2] |
დაბადების ადგილი | შაუმიანი[1] [2] |
გარდაცვალების თარიღი | 21 დეკემბერი, 1964[3] [4] (86 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ერევანი[3] [1] [2] |
ფსევდონიმი | Ֆերնանդո |
საქმიანობა | მწერალი[1] [2] და მთარგმნელი |
ეროვნება | სომხები[1] |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო ტექნოლოგიური ინსტიტუტი[1] |
ჯილდოები | ლენინის ორდენი[1] , საპატიო ნიშნის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი[1] და მედალი „კავკასიის დაცვისათვის“ |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 535.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. Խուդավերդյան — Հայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Հայկական համառոտ հանրագիտարան — Հայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1990. — ტ. 1.
- ↑ 3.0 3.1 Арази // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.