აპოლონი (პეპელა)

Disambig-dark.svg ტერმინს „აპოლონი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ აპოლონი (მრავალმნიშვნელოვანი).

აპოლონი (ლათ. Parnassius apollo) — დღის პეპელა აფროსნისებრთა ოჯახისა. ფრთების შლილი 9 სმ-მდეა. თეთრი ფრთები შავი და წითელი რგოლებითაა მოხატული. მუხლუხი შავია, გვერდებზე წითლად დაწინწკლული. აპოლონი ბინადრობს კლდისდუმასა და კლდისვაშლაზე. ჭუპრდება მიწაზე, თხელ პარკში. გავრცელებულია ევროპაში, კავკასიასა და სამხრეთ ციმბრიში, როგორც მთიან ადგილებში, ისე ველებზე. საქართველოში გვხვდება კავკასიური აპოლონი (ლათ. Parnassius apollo caucasicus). აპოლონი დაფრინავს ივნისსა და ივლისში.

აპოლონი
Parnassius apollo en repòs.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ქერცლფრთიანები
ოჯახი:  აფროსნისებრნი
გვარი:  აპოლონი
სახეობა:  აპოლონი
ლათინური სახელი
Parnassius apollo (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 16249

ლიტერატურარედაქტირება