კავკასიური აპოლონი

პეპელა, აპოლონის ქვესახეობა

კავკასიური აპოლონი (ლათ. Parnassius apollo caucasicus) — პეპელა აფროსნისებრთა ოჯახისა. აპოლონის ქვესახეობა. რელიქტური ფაუნის სიცივისმოყვარული წარმომადგენელი. ფრთების შლილი 64–86 მმ-ია. საერთო ფონი რძისფერი თეთრია, გარეთა კიდეები ბოლოვდება გამჭვირვალე, ბრტყელი, რუხი არშიით. წინა ფრთებზე რამდენიმე შავი ლაქაა, უკანაზე კი — ორი ალისფერი შავარშიიანი თვალაკი; ფრთების ძირი და სხეული შავია. მთის ევროპულ-ციმბირულ-კავკასიური სახეობაა. საქართველოში გვხვდება ყველგან — მაღალმთიანეთში. ტიპური ბიოტოპია სუბალპური ტყე, მაღალბალახეული ან ალპური მდელოების მშრალი, ქვიანი ან კლდოვანი კალთები. წელიწადში იძლევა ერთ თაობას. დაფრინავს დღისით, ივნის-აგვისტოში. კვერცხდება და მატლის კვება მიმდინარეობს კლდისდუმასა და კლდისვაშლაზე. იზამთრებს მატლის ფაზაში.[2]

კავკასიური აპოლონი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ქერცლფრთიანები
ოჯახი:  აფროსნისებრნი
გვარი:  აპოლონი
სახეობა:  აპოლონი
ქვესახეობა:  კავკასიური აპოლონი
ლათინური სახელი
Parnassius apollo caucasicus
(Pagenstecher, 1912)
სინონიმები[1]
  • P. a. adzharensis (Sheljuzhko, 1924)
  • P. a. ciscaucasicus (Sheljuzhko, 1924)
  • P. a. var. suaneticus (Arnold, 1909)
  • P. a. tindianus (Bryk & Eisner, 1938)

შემცირებადი მწერია. შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში“.[2]

  1. Корб, С. К.; Большаков, Л. В. (2011). „Каталог булавоусых чешуекрылых бывшего СССР“. Эверсманния (რუსული). Тула: Русское Энтомологическое Общество. Издание второе, перер. и доп. (2): 16. ISBN 978-5-8125-1641-3.
  2. 2.0 2.1 დიდმანიძე ე., კავკასიური აპოლონი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 448.