ანუნაკი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ანუნაკი, ენლილი, ნინლილი, ენკი — შუმერული და აქადური ღვთაებები, რომლებიც ცნობილნი გახდნენ უძველესი ხელნაწერი წყაროებიდან. ხშირად დაკავშირებულია ანუნასთან (50 მთავარი ღვთაება) და იგიგისთან (უმცროსი ღმერთები).
შუამდინარულ მითოლოგიაში გვხვდება ცნობა არსებების შესახებ, რომლებიც კოსმოსიდან მოვიდნენ, მათი ზომები 3-5 მეტრს აღწევდა, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი — ათასეულობით წელს, მათ ანუნაკებს უწოდებენ. ვინ იყვნენ ანუნაკები? ერთი ვერსიით, ანუნაკები სირიუსიდან მოვიდნენ, ხოლო მეორე ვერსიით, რომელიც უფრო გავრცელებულია – ნიბირუდან, იგივე პლანეტა X. ეს პლანეტა, მარსსა და იუპიტერს შორის მდებარეობდა, ყოველ 3 600 წელიწადში უახლოვდებოდა დედამიწას და ანუნაკებიც სწორედ ამ პლანეტიდან მოდიოდნენ ჩვენთან. ანუნაკები ადამიანებზე განვითარებულები იყვნენ, ისინი დედამიწაზე იმიტომ ჩამოვიდნენ, რომ ოქროს მოპოვება სურდათ. ამის გამო დედამიწაზე ჩამოიყვანეს რეპტილოიდების განსხვავებული სახეობები (ანუნაკებიც რეპტილოიდები არიან) ინუაკები და ინუნები, შემდეგ ესენი აჯანყდნენ, ხოლო ანუნაკებმა მუშახელად ადამიანები გამოიყენეს, რა თქმა უნდა ადამიანის შრომა ვერცკი შეედრებოდა იმას, რასაც რეპტილოიდები აკეთებდნენ. ამის გამო ყველაზე ჭკვიანმა ანუნაკმა ენქიმ (ეა) ადამიანის ევოლუცია დააჩქარა გარკვეული გენეტიკური ჩარევებით და ადამიანი გააუმჯობესა. მითი ანუნაკების შესახებ ასახავს უცხოპლანეტელებთან მომხდარ პალეოკონტაქტს, თუმცა უნდა აღინიშნოს ის, რომ მარსსა და იუპიტერს შორის არანაირი პლანეტა არ არსებობს და არც 500 000 წლის წინ არსებობდა (მითების მიხედვით). თუ პირველ ვერსიას დავუბრუნდებით, სირიუსიდან მათი წარმომავლობის ვერსიას, რბილად რომ ვთქვათ ეს თეორია სათუოა ვინაიდან სირიუსი ჩვენგან დაახლოებით 8 სინათლის წლის მანძილზეა. ყოველივე ზემოთ მოყვანილის გათვალისწინებით ანუნაკები არ შეგვიძლია მივიჩნიუთ უცხოპლანეტელებად, ანუანკები მხოლოდ და მხოლოდ წარმოადგენენ გარკვეული ცივილიზაციის რელიგიურ რწმენას და მითოლოგიის ნაწილს. ნებისმიერ მითოლოგიურ (რელიგიურ) წარმოდგენას სჭირდება მეტაფიზიკური (ზებუნებრივი) საწყისი, რათა ის ადამიანებმა იწამონ. ანუნაკების შემთხვევა ზუსტად ეს არის, ჩამოდის ვიღაც ზეციდან და ქმნის სრულიად ახალ ცივილიზაციას და ეს უკავშირდება ერთ კონკრეტულ პიროვნებას – ეას, რომელიც შუამდინარულ მითოლოგიაში სიბრძნის ღმერთია. ასე რომ, მითოლოგიაში და რწმენა წარმოდგენებში ხშირია ზებუნებრივი მოვლენები, რათა მოხდეს რწმენის ლეგიტიმაცია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ფაქტები რეალურად მოხდა! და მით უმეტეს არც იმას, რომ ანუნაკები უცხოპლანეტელები იყვნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- Amin, Osama Shukir Muhammed (31 March 2014), Copper alloy foundation figurines with pegs representing Gods, https://www.ancient.eu/image/2451/
- Archi, Alfonso (1990), "The Names of the Primeval Gods", Orientalia, NOVA (Rome, Italy: Gregorian Biblical Press) 59 (2): 114–129
- Black, Jeremy; Green, Anthony (1992), Gods, Demons and Symbols of Ancient Mesopotamia: An Illustrated Dictionary, London, England: The British Museum Press, ISBN 0-7141-1705-6
- Афанасьева В. К.. Ануннаки // Мифы народов мира : Энциклопедия в двух томах / Гл. ред. С. А. Токарев. — М.: Советская Энциклопедия, 1991. — Т. 1 (А—К). — С. 89—90. — ISBN 5-85270-016-9.
- История Древнего Востока : Зарождение древнейших классовых обществ и первые очаги рабовладельческой цивилизации. Ч. 1. Месопотамия / Под ред. И. М. Дьяконова. — М.: Наука, 1983. — 534 с.
- George, A. R. Babylonian Topographical Texts. — Louvain: Peeters, 1992. — 504 p. — (Orientalia Lovaniensia Analecta, 40). — ISBN 978-90-6831-410-6.
- Leick G. A dictionary of Ancient Near Eastern mythology. — New York: Taylor & Francis, 2003. — 241 p. — ISBN 0-203-02852-X.
- Black J., Green A. Anuna, Anunnakkū // Gods, Demons and Symbols of Ancient Mesopotamia : An Illustrated Dictionary. — 2nd Edit., Reprit.. — London: The British Museum press, 2004. — 193 p. — ISBN 0-7141-1705-6.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |