ანტს ლაიკმა
ანტს ლაიკმა ( ესტ. Ants Laikmaa, 1935 წლამდე ხელს აწერდა როგორც Hans Leipman ესტ. Hans Laipman; დ.1866 წლის 5 მაისი, ვიგალა (ამჟამად მერჯამაას მრევლი), ესტონეთი — გ. 19 ნოემბერი, 1942, ტაებლა, (ჰააფსალუს რაიონი) ესტონეთი ) — ესტონელი მხატვარი, საზოგადო მოღვაწე. ესტონეთის ეროვნული სამხატვრო სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი.[2]
ანტს ლაიკმა | |
---|---|
ესტ. Ants Laikmaa | |
ანტს ლაიკმა, 1920 წ. | |
დაიბადა | 5 მაისი, 1866[1] |
დაბადების ადგილი | ვიგალის მუნიციპალიტეტი |
გარდაიცვალა | 19 ნოემბერი, 1942[1] (76 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Kadarpiku |
ჟანრი | პორტრეტი და პეიზაჟი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაანტს ლაიკმა დაიბადა 1866 წლის 5 მაისს, პაიბას (Paiba) ფერმაში, არასტეს (Araste) დასახლებაში, ლაენემას რაიონის ვიგალას სამრევლოში, გლეხის ოჯახში. ადრეული ასაკიდან გამოავლინა ხატვის ნიჭი და სურვილი. ჯერ კიდევ ახალგაზრდა გადავიდა სანკტ-პეტერბურგში, სადაც სამხატვრო აკადემიის მუზეუმში დაიწყო მუშაობა.
1891 წელს, საარსებო წყაროს გარეშე, რიგიდან ფეხით გაემგზავრა დიუსელდორფში, სადაც ექვსი წლის განმავლობაში (დროგამოშვებით 1891-1893, 1896-1897 წლებში) სწავლობდა დიუსელდორფის სამხატვრო აკადემიაში ქველმოქმედთა დახმარებით. იყო ედუარდ ფონ გებჰარდტის მოსწავლე.
ესტონეთში დაბრუნების შემდეგ გახსნა ხატვის კურსები რეველში, რომელიც მოგვიანებით სტუდიად გადააკეთა და სადაც მუშაობდა 1903-1907 და 1913-1932 წლებში. სტუდიაში სამხატვრო ხელოვნებას ეუფლებოდა არაერთი ესტონელი ოსტატი (ა. ვურიტსი, ო. კალისი, ე. ბრინკმანი, ი. ვიარაჰანსუ, პ. ავიკი, ე. რუსი და სხვები).
1907 წელს მან საფუძველი ჩაუყარა ესტონეთის პირველ ხელოვნების საზოგადოებას.
შემოქმედება
რედაქტირებაანტს ლაიკმამ თავიდან მუშაობა დაიწყო, როგორც პორტრეტების მხატვარმა („მოხუცი აიტსამი",1904). ქმნიდა ესტონეთის ინტელექტუალური და მხატვრული ელიტის პორტრეტებს. მათ შორის აღსანიშნავია: პოეტი ქალი მარი ანდერის (1904), კომპოზიტორ მიინა ჰარმას (1904), მსახიობ პოლ პინის (1906) პორტრეტები. 1903 წელს შექმნა ლირიკული ნაწარმოები "გოგონა ლაენემიდან". იმავე წელს დახატა F.R. Kreutzwald-ის პორტრეტი. 1913 წელს საზოგადოებამ იხილა მხატვრის ერთ-ერთი საუკეთესო პორტრეტი — "სალმე", რომელშიც გამოსახულია მხატვრის დისშვილი.
1905 წლის მოვლენების შემდეგ მხატვარი იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო ფინეთში. ამ პერიოდში იგი გაიტაცა პეიზაჟების მხატვრობამ. ხშირად ხატავდა პეიზაჟებს, ძირითადად მკვეთრ ფერებში. მან შეიტანა იმპრესიონიზმი ესტონეთში. მისი ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარია 1909 წელს შექმნილი Vallinkoski. [3]
ოსტატმა შექმნა არაერთი პეიზაჟი და პორტრეტი კუნძულ კაპრიზე (1909-1910 წწ.) („ანაკაპრის პანორამა“, „იტალიელი ბიჭის პორტრეტი“, „მია პადრონა“ (1910 წ.) და ტუნისში (1910 წ. 1913) ყოფნისას.
მხატვარი ასევე პოლიტიკური აქტიურობით გამოირჩეოდა. უპირველეს ყოვლისა, მან თავისი წვლილი შეიტანა ესტონური ხელოვნების განათლებასა და პოპულარიზაციაში და იყო ესტონეთის ეროვნული მუზეუმის (Eesti Rahva Muuseum) ერთ-ერთი დამაარსებელი ტარტუში.[4]
ანტს ლაიკმა 1932 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა ესტონეთში, სოფელ ტაებლაში, ჰააფსალუსთან ახლოს. ამ პერიოდს ეკუთვნის მისი ნამუშევარი „ზამთრის პეიზაჟი“ (1938). იგი გარდაიცვალა 1942 წლის 19 ნოემბერს 77 წლის ასაკში.
მხატვარი შეყვანილია მე-20 საუკუნის ესტონეთის 100 დიდი მოღვაწის სიაში (1999), რომელიც შეადგინეს წერილობითი და ონლაინ კენჭისყრის შედეგების მიხედვით. [5][6]
გალერეა
რედაქტირება-
Portrait of a Lady (Tutti Schlaff) (1902)
-
Portrait of Marie Under (1904)
-
Old Aitsam (1904)
-
Portrait of Paul Pinna (1906)
-
Portrait of Eugen Schäfer (1906)
-
Vallinkoski (1908)
-
Capri Landscape (1910)
-
Etna (1910)
-
Night Motif from Capri (1910)
-
Negro boy (1910–1912)
-
Italian boy (1911)
-
View from Capri (1911–1912)
-
Old farm (1913)
-
Läänemaa farm (1918)
-
Portrait of Carl Robert Jakobson (1920)
-
Selma (1922)
-
Portrait of Lydia Koidula (1924)
-
Portrait of Fr. R. Kreutzwald (1924)
-
Taebla Landscape (1936)
-
Portrait of Linda Eenpalu (1938)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Eesti biograafiline andmebaas ISIK
- ↑ Творчество Антса Лайкмаа. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან 28 ნოემბერი 2013
- ↑ Liis Pählapuu (koostaja): Ants Laikmaa. Vigala ja Capri. KUMU Tallinn 2015, ISBN 978-9949-485-42-0 (ესტ.)
- ↑ lla Rosenfeld, Norton T. Dodge, Jane Voorhees, Art of the Baltics: The Struggle for Freedom of Artistic Expression Under the Soviets, 1945-1991, Rutgers University Press, 2001, ISBN 0-8135-3042-3, p34
- ↑ Sajandi sada Eesti suurkuju / Koostanud Tiit Kändler. — Tallinn: Eesti Entsüklopeediakirjastus, 2002. — 216 lk. ISBN 998570102X.
- ↑ "Tartu Ülikooli audoktorid". Tartu Ülikool. Vaadatud 13. detsembril 2022. (ესტ.)