ანტონ გენათელიგელათის მთავარ-ეპისკოპოსი XVI საუკუნის II ნახევარში. ადრე აწყურის ეპისკოპოსი (მაწყვერელი). სამცხე-საათაბაგოში ოსმალთა მომძლავრების გამო იძულებული გახდა იმერეთში გადასულიყო. ანტონ გენათელი მონაწილეობდა იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის მიერ მოწვეულ საეკლესიო კრებაში (კათოლიკოსთა სამართალი). გიორგი II-ის დროს (1565-1585) ანტონ გენათელმა შეაკეთა და მოახატვინა გელათის ღვთისშობლის ტაძრის ჩრდილოეთ კარიბჭე, რომლის კედლებს დღესაც ამკობს იმდროინდელი ფრესკები და წარწერები. სამხრეთის კედლის ასომთავრულ წარწერაში იხსენიება ანტონ გენათელი.

ლიტერატურა

რედაქტირება