ანტონის ვან დეიკი
ანტონის ვან დეიკი (ნიდერლ. Anthony van Dyck; Antoon, Anthonis Vandyck, Antonio, Anthonie, Anton van Dyck; დ. 22 მარტი, 1599, ანტვერპენი — გ. 9 დეკემბერი, 1641, ლონდონი) — ფლამანდიელი ფერმწერი.
ანტონის ვან დეიკი | |
---|---|
დაიბადა | 22 მარტი, 1599[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] |
დაბადების ადგილი | ანტვერპენი[17] [18] |
გარდაიცვალა | 9 დეკემბერი, 1641[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [19] [15] [20] [16] (42 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ლონდონი[17] [18] |
ჟანრი | საპორტრეტო ფერწერა, რელიგიური ფერწერა[18] , მითოლოგიური ფერწერა[18] , ალეგორია[18] , ისტორიული ფერწერა[18] , პორტრეტი[18] და ანიმალისტური ფერწერა[18] |
ბიოგრაფია
რედაქტირება1609 წლიდან ჰ. ვან ბალენის მოწაფე იყო. 1615-1616 წლებში უკვე საკუთარი სახელოსნო ჰქონდა, სადაც ახალგაზრდა მახატვრებთან ერთად დახატა სერია „მოციქულთა თავები“. ყრმობიდანვე გატაცებული იყო პორტრეტული ფერწერით, ხატავდა აგრეთვე სურათებს რელიგიურ და მითოლოგიურ სიუჟეტებზე. 1618-1620 წლებში დამხმარე მხატვრად მუშაობდა პ. რუბენსთან. ამ პერიოდის ნახატებს ემჩნევა რუბენსის ძლიერი გავლენა. რუბენსის შექმნილი სახეებისა და ხერხების დამუშავებასთან ერთად მან უფრო დახვეწა თავისი ტილოების გმირთა სახეები და ინდივიდუალიზებული ელფერი მიანიჭა მათ („იოანე ნათლისმცემელი და იოანე მახარებელი“, 1618, ბერლინ-დალემის სურათების გალერეა). 1620-1621 წლების მიჯნაზე მუშაობდა ინგლისის მეფის ჯეიმზ I-ის კარზე, შემდეგ კი ანტვერპენში დაბრუნდა. ამ პერიოდის ნამშევრებისათვის დამახასიათებელია დახვეწილი ფერწერული ტექნიკა და სახეების კეთილშობილება. 1621 წლიდან ცხოვრობდა იტალიაში (ძირითადად გენუაში). ამ დროისათვის მხატვარმა სრულყო ბაროკოს პარადული ტიპის პორტრეტი, რომელშიც აქტიურ როლს ასრულებს ადამიანის პოზა და ჟესტი (კარდინალ გ. ბენტივოლიოს პორტრეტი, 1623, პალაციო პიტი, ფლორენცია). იტალიაში მხატვარი გაეცნო ფერწერის ვენეციის სკოლას, რომლის მიღწევებიც თავისებურად გამოიყენა გენუელ დიდებულთა პარადულ პორტრეტებში. ეს პორტრეტები გამოირჩევა საზეიმო კომპოზიციით, მუქი ღრმა ტონების სილამაზით, ფონისა და აქსესუარების სიმდიდრით („მოხუცი გენუელი და მისი მეუღლე“, ბერლინ-დალემის სურათების გალერეა; „მარკიზი ა. ჯ. ბრინიოლე-სალე და მისი მეუღლე პაოლინა ადორნო“, პალაცო როსოს გალერეა, გენუა). ამავე დროს მხატვარი ხატავდა შემოქმედ ადამიანთა პორტრეტებს (მოქანდაკე ფ. დიუკუნუა, 1622, ძვ. ხელოვნების მუზეუმი, ბრიუსელი; მამაკაცის პორტრეტი, 1623, ერმიტაჟი, სანკტ-პეტერბურგი). 1627-1632 წლებში მხატვარი ისევ ანტვერპენში ცხოვრობდა. 1630 წლიდან ერცჰერცოგის მეუღლის იზაბელის კარის მხატვარი გახდა. ამ პერიოდის ნამუშევრები ვან დეიკისათვის მწვერვალია. გარდა საზეიმო პორტრეტებისა (მარი ლუიზ დე ტასისის პორტრეტი, ლიხტენშტაინის გალერეა, ვენა), შესრულებული აქვს ინტიმური პორტრეტები (ფერმწერი პ. სნაიერსი, მიუნხენის ძველი პინაკოთეკა; ოფორტების სერია „იკონოგრაფია“), რომლებშიც ღრმადაა გახსნილი თანამედროვეთა სულიერი ცხოვრების სიმდიდრე. ეფექტური, მაგრამ ერთფეროვანია მხატვრის რელიგიური და მითოლოგიური კომპოზიციები („მადონა დელ როზარიო, 1624, დელ ოზარიოს ორატორიუმი, პალერმო; „შესვენება ეგვიპტის გზაზე“, 1620-იანი წლების დასარული, ძველი პინაკოთეკა, მიუნხენი). 1632 წლიდან ვან დეიკი მუშაობდა ლონდონში ჩარლზ I-ის კარის მხატვრად. შექმნა მეფის, მისი ოჯახისა და დიდებულების არაერთი პორტრეტი, სადაც წინა პლანზეა წარმოჩინებული ინგლისის დედოფალთა არისტოკრატიზმი. ბოლო ნამუშევრებში იგრძნობა სიმშრალე და ნაძალადევი ელეგანტურობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 288-289.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Anthony van Dyck
- ↑ 3.0 3.1 Held J. S. Encyclopædia Britannica
- ↑ 4.0 4.1 Kunstindeks Danmark
- ↑ 5.0 5.1 SNAC — 2010.
- ↑ 6.0 6.1 Biografisch Portaal — 2009.
- ↑ 7.0 7.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 8.0 8.1 Discogs — 2000.
- ↑ 9.0 9.1 Dyck, Anthony van, or Antoon or Anton (Sir) // Benezit Dictionary of Artists — OUP, 2017. — ISBN 978-0-19-977378-7 — doi:10.1093/BENZ/9780199773787.ARTICLE.B00056870
- ↑ 10.0 10.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 11.0 11.1 Jaffé M. Dyck, [Dijck] Sir Anthony [Anthonie; Antoon] van // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T024345
- ↑ 12.0 12.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 13.0 13.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 14.0 14.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 15.0 15.1 BeWeB
- ↑ 16.0 16.1 https://www.museabrugge.be/collection/work/id/0000_GRO0340_I
- ↑ 17.0 17.1 Ван Дейк Антонис // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 18.0 18.1 18.2 18.3 18.4 18.5 18.6 18.7 RKDartists
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ The Fine Art Archive — 2003.