ანტონიო ტაიანი
ანტონიო ტაიანი (იტალ. Antonio Tajani, დ. 4 აგვისტო, 1953, რომი) — იტალიელი და ევროპელი პოლიტიკოსი, ტრანსპორტის ევროკომისარი 2008-2010 წლებში და სამრეწველო და მეწარმეობის საკითხებთან დაკავშირებით 2010 წლის 9 თებერვლიდან 2014 წლის 31 ოქტომბრამდე. ასევე იყო ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი ევროკომისარიაში. ევროპარლამენტის თავმჯდომარე 2012 წლის 17 იანვრიდან[1].
ანტონიო ტაიანი | |
ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 იანვარი 2017 – 3 ივნისი 2019 | |
წინამორბედი | მარტინ შულცი |
მემკვიდრე | დავიდ სასოლი |
ევროკომისარი მრეწველობის და მეწარმეობის საკითხებში | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
9 თებერვალი 2010 – 31 ოქტომბერი 2014 | |
წინამორბედი | ფერჰოიგენ გიუნტერი |
მემკვიდრე | ბიენკოვსკა ელჟბეტა |
ტრანსპორტის ევროკომისარი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
9 მაისი 2008 – 9 თებერვალი 2010 | |
წინამორბედი | ბარო ჟაკი |
მემკვიდრე | სიიმ კალასი |
დაბადებული | 4 აგვისტო, 1953 რომი იტალია |
პოლიტიკური პარტია | წინ იტალია |
განათლება | საპიენცის უნივერსიტეტი |
საიტი | antoniotajani.it |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაასრულა იურიდიული ფაკულტეტი რომის ლა საპიენცის უნივერსიტეტში, მუშაობდა ბეჭვდაში და რადიოზე.
ახალგაზრდობაში იგი თავმჯდომარის მოადგილე იყო ახალგაზრდულ მონარქიულ ფრონტში — იტალიური მონარქიული საბჭოს ახალგაზრდულ ორგანიაზაციაში (Unione monarchica italiana), იყო ოფიცერი საჰაერო თავდაცვაში[2]. მოგვიანებით იყო ჟურნალისტი — Il Settimanale (rivista)-ში და il Giornale, ასევე წამყვანი Giornale Radio Rai-ზე[3] და სპეციალური კორესპონდენტი რამდენიმე ქვეყანაში, ლიბანის, საბჭოთა კავშირის და სომალის ჩათვლით[4].
პრევიტი ჩეზირთან, ჯულიანო ურბანთან, ანტონიო მარტინოსთან და მარჩელო დელ უტრისთან ერთად 1993 წლის 29 ივნისს მონაწილეობდა იურისტებისა და სხვა პირების შეკრებაში, რომლებიც დაკავშირებულები იყვნენ სილვიო ბერლუსკონის კომპანიის ფინინვესტის ინტერესებთან, სწორედ რომლებმაც დაუდეს საფუძველი ჯგუფს „წინ, იტალია! ასოციაცია კარგი მმართველობისთვის“ (Forza Italia! Associazione per il buon governo), რომელიც გადაიზარდა პარტიაში „წინ, იტალია!“[5].
1994 წელს ევროპარლამენტის დეპუტატად დანიშნეს. ის იყო პარტიის „წინ, იტალიას“ ფრაქციის თავმჯდომარე, ასევე მრავალრიცხოვანი კომისიებისა და დელეგაციების ხელმძღვანელი. 2008 წლის მაისში შეცვალა ფრანკო ფრატინი ევროკომისიაში იტალიის წარმომადგენლის ადგილზე, მისი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დაწინაურების გამო. მისი ტრანსპორტის კომისარად დანიშვნას ევროპარლამენტის 507 დეპუტატმა დაუჭირა მხარი 53-ის წინააღმდეგ. 2010 წლის 9 თებერვალს ევროკომისიის განახლებულ შემადგენლობაში მიიღო კომისარის პორტფელი სამრეწველო და სამეწარმეო საკითხებთან დაკავშირებით და ასევე დარჩა კომისიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. სადეპუტატო სამსახურს ევროპარლამენტში 2014 წელს დაუბრუნდა, როდესაც ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. ასევე 2014 წლიდან — განახლებული პარტიის „წინ, იტალიას“ აღმასრულებელი კომიტეტის წევრია. 2017 წლის 17 იანვარს ევროპული პარლამენტის პრეზიდენტი გახდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Antonio Tajani elected new President of the European Parliament(ინგლისური)
- ↑ Tajani, chi è il nuovo presidente del Parlamento europeo. RAI (2017-01-17). ციტირების თარიღი: 2017-01-18.
- ↑ Antonio Tajani. Argomenti. il Sole 24 Ore (2016-07-28). ციტირების თარიღი: 2017-01-18.
- ↑ Carlo Tecce. (2017-01-14) Tajani presidente del Parlamento europeo: l’ex portavoce di Berlusconi eletto dopo il “signor Schulz”. RAI. ციტირების თარიღი: 2017-01-18.
- ↑ Sergio Apruzzese. (2011) I cattolici e il consenso politico dopo la fine della Democrazia cristiana. Cristiani d'Italia. Treccani. ციტირების თარიღი: 2016-06-23.