ანტონიო არენასი
მანუელ ანტონიო არენასი (ესპ. Antonio Arenas; დ. 13 ივლისი, 1808, ლიმა, პერუ — გ. 27 დეკემბერი, 1891, ლიმა, პერუ[1]) — ადვოკატი, იურისტი, პერუელი პოლიტიკოსი, ლიმის ადვოკატთა ასოციაციის წევრი და პერუს პრეზიდენტი 1885 წლის 3 დეკემბრიდან 1886 წლის 5 ივნისამდე, მიგელ იგლესიასის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ.
ანტონიო არენასი | |
პერუს პრეზიდენტი პარალელურად პერუს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 დეკემბერი, 1885 – 5 ივნისი, 1886 | |
წინამორბედი | მიგელ იგლესიასი |
მემკვიდრე | ანდრეს აველინო კასერესი |
პერუს პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 იანვარი, 1868 – 7 თებერვალი, 1868 | |
პრეზიდენტი | პედრო დიეს კანსეკო |
წინამორბედი | პედრო პას სოლდან ურეტა |
მემკვიდრე | ანტონიო გუტიერეს დე ლა ფუენტე |
პერუს პრემიერ მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 აგვისტო, 1876 – 26 აგვისტო, 1876 | |
პრეზიდენტი | მარიანო იგნასიო პრადო |
წინამორბედი | ნიკოლას ფრეირე გონსალესი |
მემკვიდრე | თეოდორო ლა როსა |
პერუს საგარეო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 დეკემბერი, 1858 – 13 იანვარი, 1859 | |
პრეზიდენტი | რამონ კასტილია |
წინამორბედი | მანუელ ორტის დე სევალიოსი |
მემკვიდრე | მანუელ მორალესი |
პერუს საგარეო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 დეკემბერი, 1885 – 5 ივნისი, 1886 | |
წინამორბედი | ბალტასარ გარსია ურუტია |
მემკვიდრე | მანუელ მარია რივასი |
დაბადებული | 13 ივლისი, 1808 ლიმა, პერუ |
გარდაცვლილი | 27 დეკემბერი, 1891 ლიმა, პერუ |
მოქალაქეობა | პერუ |
ეროვნება | პერუელი |
მამა | ფრანსისკო აგუსტინ არენასი |
დედა | როსა მერინო |
მეუღლე | ანტონია ვილარეალი; კარმენ ბარასა ფლორესი |
შვილები | პედრო სელესტინო არენას ვილარეალი; მანუელ დელ ესპირიტუ სანტო არენას ვილარეალი; დომინგო სილოს არენას ვილარეალი; ალეხანდრო არენას ვილარეალი |
განათლება | სან-მარკოსის ეროვნული უნივერსიტეტი |
პროფესია | ადვოკატი |
ადრეული ცხოვრება და პოლიტიკური კარიერა
რედაქტირებაანტონიო არენასი დაიბადა 1808 წლის 13 ივლისს, ლიმაში, პერუ. მისი მამა, ფრანსისკო აგუსტინ არენასი იყო, ხოლო დედა, როსა მერინო — პერუს სახელმწიფო ჰიმნის პირველი შემსრულებელი. სწავლობდა სან-მარკოსის ეროვნულ უნივერსიტეტში. ამავე უნივერსიტეტის კვლევით ცენტრში, მან სისხლის სამართლის სწავლება დაიწყო და 1852 წელს რექტორი გახდა.
სასამართლოს საკონსულოში, იგი არქივარიუსი, მდივანი და 1855 წლიდან მოსამართლე იყო. 1855 წელს კონგრესმა იგი ლიმის ადვოკატთა ასოციაციის დეკანად, ხოლო 1858 წელს, მოადგილედ აირჩია, 4 წლის ვადით. 1856 წლის კონსტიტუციაში 1858 წელს მიღებული რეფორმის გათვალისწინებით, რამონ კასტილიას კონსტიტუციურ პრეზიდენტად გამოცხადების შემდეგ, არენასი დაინიშნა კონგრესის საკონსტიტუციო კომიტეტის თავმჯდომარედ (იგი პასუხისმგებელი იყო 1860 წლის კონსტიტუციაზე) და ხელმძღვანელობდა საკანონმდებლო ორგანოს მიმდინარე წლის სხდომებს. 1858 წლის 21 დეკემბრიდან 1859 წლის 13 იანვრამდე, მას პერუს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.
მარშალ მიგელ დე სან-რომანის მთავრობის მმართველობის დროს, ანტონიო არენასი მთავრობის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა, რომელიც მას 1862 წლის 24 ოქტომბრიდან 1863 წლის 3 აპრილამდე ეკავა. 1864 წელს, იგი მოკეგუას სენატორი იყო. 1868 წლის 26 იანვრიდან 7 თებერვლამდე იგი მინისტრთა კაბინეტის პრეზიდენტის თანამდებობაზე იყო დანიშნული. 1868-1872 წლებში, არენასი ლიმის სენატორი იყო. 1871 წლიდან, იგი უზენაესი სასამართლოს წევრი, ხოლო 1876, 1885, 1889 და 1890 წლებში — პრეზიდენტი იყო.
1872 წლის პერუს საპრეზიდენტო არჩევნებში, მან თავისი კანდიდატურა წარადგინა, იმ მოტივით, რომ იგი,როგორც იურისტი, პატივს სცემდა კანონს, მაგრამ მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ანტონიო არენასს სჯეროდა, რომ მას მხარს უჭერდა ხოსე ბალტა. ამ არჩევნებში მან მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო პერუს პრეზიდენტი მანუელ პარდო გახდა.
გენერალ მარიანო იგნასიო პრადოს მეორე კონსტიტუციური მთავრობის მმართველობის დასაწყისში, ანტონიო არენასი მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტის და პერუს იუსტიციის მინისტრის თანამდებობებზე დაინიშნა. იუსტიციის მინისტრის თანამდებობა, მას 1876 წლის 2 აგვისტოდან 26 აგვისტომდე ეკავა.
ამერიკული კონგრესის წევრ იურისტთა შეხვედრაზე, ლიმაში, მან წარადგინა პერუ და კოსტა რიკა და დაინიშნა კონგრესის პრეზიდენტად.
ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერის მანძილზე, ანტონიო არენასს რამდენიმე თანამდებობა ეკავა:
- პერუს საგარეო საქმეთა მინისტრი — 1858-1859 და 1885-1886 წლებში;
- პერუს შინაგან საქმეთა მინსტრი — 1862-1863 და 1868 წლებში;
- პერუს იუსტიციის და ადამიანის უფლებათა მინისტრი — 1876 წელს;
- პერუს მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტი — 1868; 1876; 1885 და 1886 წლებში;
- ლიმის დეპუტატი — 1858-1862 წლებში;
- დეპუტატთა პალატის პრეზიდენტი — 1860-1861 წლებში;
- მთავრობის მინისტრი — 1862-1863 და 1868 წლებში;
- პერუს მინისტრთა კაბინეტის პრეზიდენტი — 1868 წელს;
- მოკეგუას სენატორი — 1864 წელს;
- ლიმის სენატორი — 1868-1872 წლებში;
- პერუს პრემიერ მინისტრი — 1868 და 1876 წელს;
- დამფუძნებელი კრების პრეზიდენტი — 1884 წელს;
- პერუს პრეზიდენტი — 1885-1886 წლებში;
- უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტი — 1876; 1885; 1889 და 1890 წლებში.
ანტონიო არენასი პერუს მოქალაქეთაგან ერთადერთია, რომელიც ხელისუფლების სამივე შტოს: აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებებს უძღვებოდა.
წყნარი ოკეანის მეორე ომი
რედაქტირება1880 წლის ივლისსა და აგვისტოს შორის, წყნარი ოკეანის მეორე ომის განმავლობაში, არენასი სრულუფლებიანი მინისტრი იყო, აურელიო გარსიასთან ერთად. ჩილეს წარმომადგენლები იყვნენ ეულოხიო ალტამირანო არასენა, ხოსე ფრანსისკო ვერგარა და ეუსებიო ლილო; ბოლივიის — მარიანო ბაპტისტი და კამილო კრისოსტომო. ამ ომში დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერამ განაპირობა ჩილეს არმიის წარმატება. პერუს არმია განაგრძობდა წინააღმდეგობის გაწევას 1881 წლის იანვრამდე, ვიდრე ჩილეს არმიამ ლიმა არ დაიკავა. 1883 წელს, ლიმის მახლობლად, ანკონაში ხელმოწერილ იქნა ზავი ჩილესა და პერუს შორის, რომლის მიხედვითაც ჩილეს გადაეცა პერუს პროვინცია ტარაპაკა სამუდამოდ, ტაკნა და არიკა კი 10 წლით.
ომის შემდეგ, 1884 წლის 1 მარტს მოიწვიეს დამფუძნებელი კრება. ეს ასამბლეა პერუს პრეზიდენტმა მიგელ იგლესიასმა მოიწვია იმისათვის, რომ დაემტკიცებინათ ანკონის ზავი. ზავი დაუყოვნებლივ დამტკიცდა, დამატებითი განხილვის გარეშე.
პრეზიდენტობა
რედაქტირება1885 წლის 3 დეკემბერს, მიგელ იგლესიასის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ანტონიო არენასი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს. ეს თანამდებობა მას 1886 წლის 5 ივნისამდე, ანდრეს აველინო კასერესის პრეზიდენტად გამოცხადებამდე ეკავა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Jorge Basadre Historia de la República del Perú. 1822 - 1933, Octava Edición, corregida y aumentada. Tomos 5, 6, 7 y 8. Editada por el Diario "La República" de Lima y la Universidad "Ricardo Palma". Impreso en Santiago de Chile, 1998.
- Enrique Chirinos Soto: Historia de la República (1821-1930). Tomo I. Lima, AFA Editores Importadores S.A., 1985.
- Fonseca, Juan: Un Estado en Formación (1827-1883). Tomo X de la “Historia del Perú” publicada por la Empresa Editora El Comercio S.A, 2010. ISBN 978-612-4069-96-3
- Orrego, Juan Luis: La República Oligárquica (1850-1950). Incluida en la Historia del Perú. Lima, Lexus Editores, 2000. ISBN 9972-625-35-4
- Alberto Tauro del Pino: Enciclopedia Ilustrada del Perú. Tercera Edición. Tomo 2. ANG/BED. Lima, PEISA, 2001. ISBN 9972-40-151-0
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Constitución Peruana de 1860 - Antonio Arenas / Diputado por Lima დაარქივებული 2009-09-26 საიტზე Wayback Machine.
- Entrega de Mando - Iglesias a Arenas დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
- Entrega de Mando - Arenas a Cáceres დაარქივებული 2009-06-17 საიტზე Wayback Machine.
- ბიოგრაფია(ესპანური)
სქოლიო
რედაქტირებაპოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: მიგელ იგლესიასი |
პერუს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 1885-1886 |
შემდეგი: ანდრეს აველინო კასერესი |