ტარაპაკა
ტარაპაკა (პორტ. Tarapacá) — ადმინისტრაციული რეგიონი ჩილეს ჩრდილოეთში. მოიცავს 2 პროვინციასა და 7 კომუნას.
რეგიონი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტარაპაკა Tarapacá | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
ადმ. ცენტრი | იკიკე | ||||
შიდა დაყოფა | იკიკე და ტამარუგალი | ||||
კოორდინატები | 20°17′00″ ს. გ. 69°20′00″ დ. გ. / 20.28333° ს. გ. 69.33333° დ. გ. | ||||
დაარსდა | 1883 | ||||
ფართობი | 41 799.5 კმ² | ||||
მოსახლეობა | 238 950 კაცი (2002) | ||||
სიმჭიდროვე | 5.7 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-4 | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.goretarapaca.gov.cl/ | ||||
![]() | |||||
ფართობი — 41 799.5 კმ². მოსახლეობა — 238 950 კაცი. მოსახლეობის სიმჭიდროვე — 5.7 ად./კმ². ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. იკიკე.
მდებარეობა რედაქტირება
რეგიონი მდებარეობს ჩილეს ჩრდილოეთში და ესაზღვრება:
- ჩრდილოეთიდან – არიკა და პარინაკოტა
- აღმოსავლეთიდან – პოტოსის და ორუროს დეპარტამენტები (ბოლივია)
- სამხრეთიდან – ანტოფაგასტის რეგიონი
- დასავლეთიდან – წყნარი ოკეანე
ისტორია რედაქტირება
რეგიონის ტერიტორიაზე აღმოჩენილია უძველესი პეტროგლიფები, რომლებიც მიუთითებს აღნიშნულ ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების ხანგრძლივ ისტორიაზე.
მოგვიანებით, ესპანეთის კოლონიზაციამდე, რეგიონი შედიოდა ინკების იმპერიის შემადგენლობაში. 1879 წელს ჩილე პერუსა და ბოლივიის წინააღმდეგ ომში ჩაება.[1]. ეს ომი წყნარი ოკეანის მეორე ომის სახელითაა ცნობილი. ომი ძირითადად რეგიონის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, რომელიც იმ დროისთვის პერუს შემადგენლობაში იყო. 1883 წლის 20 ოქტომბერს ანკონაში (ლიმის ახლოს) ხელმოწერილი ზავის მიხედვით ჩილეს გადაეცა პერუს პროვინცია ტარაპაკა სამუდამოდ, ტაკნა და არიკა კი 10 წლით.[2]