ანტონენ არტო
ანტონენ არტო (Antonin Artaud, ნამდვილი სახელი ანტუან მარი ჟოზეფ არტო, დ. 4 სექტემბერი, 1896, მარსელი — გ. 4 მარტი, 1948, ივრი-სურ-სენი) — ფრანგი მწერალი, სცენარისტი, პოეტი, თეატრის თეორეტიკოსი.
ანტონენ არტო | |
---|---|
ფრანგ. Antonin Artaud | |
დაბადების თარიღი | 4 სექტემბერი, 1896[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] |
დაბადების ადგილი | მარსელი, ბუშ-დიუ-რონი, საფრანგეთი[20] [18] |
გარდაცვალების თარიღი | 4 მარტი, 1948[1] [2] [4] [5] [6] [7] [8] [9] [11] [13] [14] [15] [16] [18] [19] (51 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პარიზი ან Ivry-sur-Seine[18] |
დასაფლავებულია | Saint Pierre Cemetery |
საქმიანობა | დრამატურგი, მსახიობი[20] , პოეტი, კინოკრიტიკოსი, მწერალი[20] [18] , ესეისტი, სცენარისტი, მხატვარი, თეატრის მსახიობი, კინომსახიობი, პროზაიკოსი, კინორეჟისორი, რეჟისორი[18] , კომედიოგრაფი[18] და ესტრადის მსახიობი[21] |
ენა | ფრანგული ენა |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
ჟანრი | დრამა და ესე |
ჯილდოები | Prix Sainte-Beuve |
პარტნიორ(ებ)ი | Génica Athanasiou |
ნათესავ(ებ)ი | Louis Nalpas |
ბიოგრაფია
რედაქტირებაარტო დაიბადა 1896 წელს, მარსელში. 1915 წლიდან მოყოლებული იგი სულიერად ავადდება, რაც მთელი ცხოვრება გაჰყვება. 20 წლისა გადის რელიგიურ კრიზისს, ესმის „ხმები“ და ხედავს მოჩვენებებს, ამ პერიოდიდან იწყებს ნარკოტიკის რეგულარულ მოხმარებას. ახალგაზრდულ ლექსებში ჩანს მისი გატაცება ედგარ პოთი და ბოდლერით,მოგვიანებით - ლოტრეამონით. 1920 წელს მიემგზავრება პარიზში და ხვდება ანდრე ბრეტონის წრეში. 1922 წლიდან, ლექსებისა წერისა და ხატვის გარდა, არტო ინტერესდება თეატრით. ეს უკანასკნელი მისთვის არა მარტო ხელოვნებაა, არამედ კოსმიური მოქმედებისა და ადამიანისა და ღმერთის ბუნების მაჩვენებელიც.
1926 წელს არტო სიურეალისტების რიგებს ტოვებს. მას ჯერ ბრეტონი აგდებს სიურეალისტური ჯგუფიდან და შემდეგ უკვე თავად წერს მანიფესტს სიურეალიზმის წინააღმდეგ. 1926 წლის სექტემბერში არტო რობერტ არონომთან და როჟე ვიტრაკთან ერთად აფუძნებს „ალფრედ ჟარის თეატრს“, რომელიც სიურეალისტური იდეების გავლენას განიცდის. თეატრის არსებობის განმავლობაში 1930 წლამდე სულ ოთხი სპექტაკლი დაიდგა, მაგრამ მისი მნიშვნელობა თეატრის ისტორიაში დიდი იყო. თავად არტოს სიტყვებით, „ალფრედ ჟარის თეატრის“ შექმნისას ის ცდილობდა გაენადგურებინა სცენასა და მაყურებელს შორის ზღვარი.
არტო ძლიერ არის გატაცებული მაგიით. იგი ცდილობს ეგვიპტური გარდაცვლილთა წიგნი შეისწავლოს. 1936 წელს არტო მიემგზავრება მექსიკაში, სადაც ცხოვრობს ინდიელ ტარამუართა შორის და მათ რიტუალურ ცერემონიაში იღებს მონაწილეობას. 1937 წლისთვის არტო გადაწყვეტს ირლანდიაში გამგზავრებას, რათა უფრო ახლოს გაეცნოს დრუიდების ცოდნას. მეგობრები ზოგჯერ იღებდნენ მისგან მოსაკითხ ბარათებს, შემდეგ კი მისი კვალი ქრება. აღმოჩნდა, რომ არტო ფსიქიატრიულში მოხვდა. არტომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში სულ 9 წელი გაატარა, 1936 წლამდე. გათავისუფლების შემდეგ არტო აგრძელებდა ლექსების წერას კიდევ ორი წელი და რადიოგადაცემებშიც კი იღებდა მონაწილეობას, მაგრამ აღარ შეეძლო ნარკოტიკის დიდი დოზის გარეშე.
ანტონენ არტო 1948 წლის 4 მარტს, 51 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ანტონენ არტოს საიტი დაარქივებული 2006-12-15 საიტზე Wayback Machine.
- ანტონენ არტოს შესახებ გამოფენა BNF-ში დაარქივებული 2007-01-04 საიტზე Wayback Machine.
- არტო ჰუბერი ანტონენ არტოს შესახებ დაარქივებული 2009-10-16 საიტზე Wayback Machine.
- არტო ანუ ლიტერატურული არსებობის უფლება დაარქივებული 2007-09-28 საიტზე Wayback Machine.
- ანტონენ არტოს ახლობელი გოგონები დაარქივებული 2007-09-28 საიტზე Wayback Machine.
- სასცენო საგნების მეტყველება ბეკეტთან და არტოსთან დაარქივებული 2008-03-21 საიტზე Wayback Machine.
- ანტონენ არტოს ციტირებები
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ Delarge J. Le Delarge — Paris: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
- ↑ 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 5.0 5.1 Discogs — 2000.
- ↑ 6.0 6.1 NooSFere — 1999.
- ↑ 7.0 7.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 8.0 8.1 filmportal.de — 2005.
- ↑ 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Vegetti Catalog of Fantastic Literature
- ↑ 11.0 11.1 Thévenin P. Artaud, Antonin // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T004317
- ↑ Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. Savoy — B: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088 — doi:10.1515/AKL
- ↑ 13.0 13.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 14.0 14.1 GeneaStar
- ↑ 15.0 15.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 16.0 16.1 Babelio — 2007.
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 18.0 18.1 18.2 18.3 18.4 18.5 18.6 Archivio Storico Ricordi — 1808.
- ↑ 19.0 19.1 Munzinger Personen
- ↑ 20.0 20.1 20.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118504495 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ RKDartists