ანზორ ჩუბინიძე
ანზორ ჩუბინიძე (დ. 3 აგვისტო, 1971, თბილისი) — ქართველი სამხედრო და თანამდებობის პირი. სახელმწიფო დაცვის გენერალ-ლეიტენანტი.
ანზორ ჩუბინიძე | |
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 11 დეკემბერი, 2014 |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | მამუკა ბახტაძე გიორგი გახარია ირაკლი ღარიბაშვილი |
წინამორბედი | თეიმურაზ მღებრიშვილი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 თებერვალი, 2013[2] – 6 თებერვალი, 2014[1] | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილი |
წინამორბედი | თეიმურაზ ჯანაშია |
მემკვიდრე | თეიმურაზ მღებრიშვილი |
დაბადებული | 3 აგვისტო, 1971 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია |
წოდება | გენერალ-ლეიტენანტი |
1988–1993 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (ეს სახელი ეწოდება 1992-დან), სპეციალობით — ავტომატიზირებული პროექტირების სისტემები მშენებლობასა და არქიტექტურაში.
1994–1996 წლებში მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში. 1996–1998 წლებში სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს განსაკუთრებული დანიშნულების ქვედანაყოფ „ომეგა“-ში; 1998–2004 წლებში სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში; 2004–2006 წლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქართველოს ნავთობსადენებისა და სხვა ობიექტების დაცვის სამმართველოში; 2006–2013 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში.[3]
2013–2014 წლებში იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი; 2014 წლის 6 თებერვალს პოსტი დატოვა. შემდგომში მუშაობდა საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციაში, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში. 2014 წლის 11 დეკემბერს ხელახლა დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსად.[4]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №27. საქართველოს მთავრობა. gov.ge (25 თებერვალი, 2013). ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
- ↑ საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №43. საქართველოს მთავრობა. gov.ge (25 თებერვალი, 2013). ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
- ↑ ანზორ ჩუბინიძე. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ოქტომბერი, 2020. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
- ↑ „საკადრო ცვლილებები განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროში“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)