ანზორ შავგულიძე

ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ანზორ შავგულიძე (დ. 23 დეკემბერი, 1930, ზესტაფონი — გ. სექტემბერი, 2011) — ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, გამოჩენილი ინჟინერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (1977).

ანზორ შავგულიძე
დაბ. თარიღი 23 დეკემბერი, 1930(1930-12-23)
დაბ. ადგილი ზესტაფონი, სსრკ
გარდ. თარიღი სექტემბერი, 2011 (80 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1954 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი სამთო ინჟინრის კვალიფიკაციით.

1955 წელს სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მიიწვიეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხაზველობითი გეომეტრიის კათედრაზე. ამ პერიოდიდან მოყოლებული, იგი სიცოცხლის ბოლომდე მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის სწავლებისა და განვითარების საქმეს ემსახურებოდა; 1967 წელს გამომცემლობა „განათლებამ“ გამოსცა მისი პირველი ორიგინალური სახელმძღვანელო „ტექნიკური ხაზვა“. 1970 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მას დოცენტის სამეცნიერო წოდება მიენიჭა. იგი იყო პირველი ქართველი პედაგოგი, რომელიც სტუდენტებისა და საშუალო სკოლის მოსწავლეებისათვის ტელეგაკვეთილებს ატარებდა ხაზვაში. 1978 წელს იგი აირჩიეს მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის კათედრის გამგედ. ავტორია 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთა შორის მრავალი მონოგრაფია და სახელმძღვანელოა. უდიდესი ღვაწლი დასდო ტექნიკურ უნივერსიტეტში საგამომცემლო საქმის ტრადიციების გაღრმავებასა და განვითარებას.

ორგანიზაციის წევრი

რედაქტირება
  • საქართველოს პედაგოგიკურ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1997-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, საპატიო წევრი

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • საინჟინრო გრაფიკის სპეციალური კურსი : სახელმძღვანელო (თანაავტორი). თბ., ტექნ. უნ-ტი, 2017, გვ 126 — ISBN: 9789941209031
  • ხაზვის ზოგადი კურსი : სახელმძღვ. საშ. სკოლის მე-9 კლასისათვის (ავტორი). თბ., განათლება, 2002. გვ. 160 — ISBN: 9992891734
  • ტექნიკური ხაზვის ზოგადი კურსი (თანაავტორი). თბ., განათლება, 1999. გვ. 88
  • საინჟინრო გრაფიკა : ტესტები (ხაზვის კურსის ამოცანათა კრებული) (ავტორი). თბ., განათლება, 1997. გვ. 128 — ISBN: 5505018998
  • ტექნიკური ხაზვა : სახელმძღვ. პოლიტექნ. ინ-ტის დაუსწრ. სწავლების სტუდენტებისათვის (ავტორი). თბ, განათლება, 1967. გვ. 248


ჯილდოები

რედაქტირება
  • 2002 — ღირსების ორდენი
  • 2002 — გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედალი
  • 1995 — ღირსების მედალი
  • 1981 — საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი
  • 1975 — საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ჯაფარიძე ა., [და სხვ.]. თბ., 2012, გვ. 150-151;
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: ყიფიანი თ., (რედ.), გაჩეჩილაძე თ., სიმონიშვილი გ., თბ., 2000, გვ. 298

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება