სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.

ანდრო ბესარიონის ძე აბაშიძე (დ. 19 დეკემბერი, 1907, ხონი — გ. 27 იანვარი, 1976, თბილისი) — საქართველოს დამსახურებული ექიმი (1964). ჩრდილოეთის ექსპედიციების მონაწილე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1931-1932 წლებში ექიმად მუშაობდა თეთრი ზღვის ექსპედიციაში ყინულმჭრელ „რუსანოვზე“, 1932-1934 წლებში ჩრდილო-აღმოსავლეთის პოლარულ ექსპედიციაში ყინულმჭრელ „ლიტკეზე“. მონაწილეობდა ჩელიუსკინელთა გადამრჩენი ჯგუფის მუშაობაში. არქტიკაში ყოფნის დროს ასრულებდა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დავალებასაც. შეაგროვა მდიდარი საკოლექციო მასალა.

1934 წლიდან მუშაობდა თბილისის I საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიურ განყოფილებაში, იყო მარნეულის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ქირურგი. თბილისის I საავადმყოფოს ბავშვთა ქირურგიული განყოფილების გამგე. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. ანდრო აბაშიძე არის სამეცნიერო შრომების ავტორი, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მ. ზაქარიაძე, შ. მეგრელიძე, „ქართველი ექიმები ჩრდილოეთის ექსპედიციებში“, თბ., 1987