ანდრია გიგუაშვილი
ბიოგრაფია
რედაქტირებაანდრია გიგუაშვილი დაიბადა 1967 წელს, ქალაქ თბილისში. 1990 წელს მან დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი. 1990-1993 წლებში მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ "რადიანში" ინჟინრად, ხოლო შემდეგ უკვე 1993-2003 წლებში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის უფროს მეცნიერ თანამშრომლად. ერთი წელი მუშაობდა ამავე სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის ქვეგანყოფილების უფროსად[1]. 2004 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროს სპეციალისტად. ანდრიას აქვს ჯილდო მოპოვებული 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის).
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ., თბ., 2012, გვ. 211