ანდრეი ჩიკატილო
ანდრეი რომანის ძე ჩიკატილო (უკრ. Андрі́й Рома́нович Чикати́ло; დ. 16 ოქტომბერი, 1936 — გ. 14 თებერვალი, 1994) — ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული სერიული მკვლელი საბჭოთა კავშირში. 1978 წლიდან 1990 წლამდე მან ოფიციალური მონაცემებით 53 ადამიანი მოკლა. მსხვერპლთა შორის იყო: 21 ბიჭი, რომელთა ასაკი მერყეობდა 7 წლიდან 16 წლამდე, 14 გოგონა — 9-იდან 17 წლამდე; მსხერპლთა შორის იყვნენ აგრეთვე 17 გოგო და ქალი. მეტსახელები: „ცოფიანი ცხოველი“, „როსტოველი მფატრავი“, „წითელი მფატრავი“, „ტყის ზოლის მკვლელი“, „მოქალაქე X“, „საბჭოთა ჯეკ-მფატრავი“. ჩიკატილოს მიერ ჩადენილი მკვლელობებისათვის შეცდომით დახვრიტეს ალექსანდრე კრავჩენკო.
ანდრეი ჩიკატილო | |
---|---|
ნამდვილი სახელი | ანდრეი ჩიკატილო |
დაბ. თარიღი | 16 ოქტომბერი, 1936 |
დაბ. ადგილი | სუმის მხარე, უსრრ |
გარდაცვალების თარიღი | 14 თებერვალი, 1994 |
გარდაცვალების ადგილი | ნოვოჩერკასკი, როსტოვის ოლქი |
მოქალაქეობა |
სსრკ → რუსეთი |
განაჩენი | დახვრეტა |
მოტივი | სექსუალური |
ბიოგრაფია
რედაქტირებაცხოვრება 1978 წლამდე
რედაქტირებაანდრეი ჩიკატილო დაიბადა 1936 წელს უკრაინის სუმის მხარის სოფელ იაბლოჩნოეში ღარიბ ოჯახში. 1941 წელს მამამისი საომრად წავიდა და მალე ტყვედ ჩავარდა. საბჭოთა კავშირში ტყვეები მოღალატეებად და მშიშრებად მიიჩნეოდნენ.
ომის შემდეგ 1946-1947 წლებში უკრაინაში შიმშილი იყო და ანდრეის ძალიან ეშინოდა გარეთ გასვლა. არსებობს ცნობები, რომ მისი უფროსი ძმა სტეფანე გაიტაცეს და 1933 წლის შიმშილის დროს შეჭამეს.[1] არსებობს ასევე ვარაუდი, რომ საკუთრივ მშობლებმა შეჭამეს სტეფანე. თუმცა შემდგომ სტეფანეს დაბადების ან გარდაცვალების არანაირი დოკუმენტები არ მოიპოვებოდა.[1]
არსებობს ცნობები, რომ ანდრეი ჰიდროცეფალიით დაიბადა და 12 წლამდე ენურეზით ავადმყოფობდა, რის გამოც დედა მას გამუდმებით სჯიდა.[2] 1944 წელს ანდრეი სკოლაში წავიდა. მისი კლასელები და მასწავლებლები მას ახასიათებდნენ როგორც დინჯ ბავშვს. მასწავლებელს აოცებდა ანდრეის უმწეობა, მიუხედავად არც ისე ცუდი ფიზიკური აღნაგობისა, ანდრეი ვერავის ვერ უწევდა წინააღმდეგობას და ყველაფერზე ტირილს იწყებდა რის გამოც თანატოლები ხშირად დასცინოდნენ. თუმცა, როგორც ამბობდნენ იგი არ იყო ცუდი მოსწავლე.
კიდევ ერთი ჭორი არის ანდრეის ბავშვობასთან დაკავშირებით. გერმანული ოკუპაციის დროს, პატარა ანდრეი უყურებდა თუ როგორ ხვრეტდნენ გერმანელები ხალხს. ბავშვების გასაყრელად ჯარისკაცებმა მათ თავებს ზემოთ გახსნეს ცეცხლი. ყველა ბავშვი გაიქცა, ანდრეი კი წაიქცა და გონება დაკარგა. გერმანელებს იგი მკვდარი ეგონათ და დახვრეტილებთან ერთად ორმოში ჩააგდეს, სადაც მან მთელი ღამე გაატარა და თუ ეს მართალია, სავარაუდოა, რომ ამ ფაქტმა მის ფსიქიკაზე დამანგრევლად იმოქმედა.
როგორც თანასოფლელები ამბობდნენ, ანდრეის არ უყვარდა ფიზიკური შრომა, მიუხედავად უკიდურესი სიდუხჭირისა იგი მშობლებს არ ეხმარებოდა. ომის შემდეგ მამამისი ტყვეობის გამო ვერ შოულობდა კარგ სამსახურს, რის გამოც ჩიკატილოების ოჯახი ძალიან გაჭირვებული იყო.
ანდრეის ქცევაში მისი სექსუალური გადახრები უკვე 17 წლის ასაკში გამოვლინდა. მის უმცროს დასთან მოვიდა 13 წლის გოგო, როდესაც ანდრეიმ უთხრა რომ და სახლში არ არის, გოგო მაინც არ წავიდა, ანდრეიმ წააქცია იგი და ზედ დააწვა, რისგანაც ორგაზმი განიცადა. გოგო ვერაფერს მიხვდა და გაიქცა.
18 წლის ჩიკატილო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩასაბარებლად მოსკოვში გაემგზავრა, მაგრამ უნივერსიტეტში ვერ მოხვდა, ერთ-ერთი ვერსიით მას მამამისის წარსულმა შეუშალა ხელი. 1955 წელს დაამთავრა ახტირკის კავშირგაბმულობის ტექნიკუმი. შემდეგ ჩააბარა მოსკოვის ელექტრომექანიკური ინსტიტუტის რკინიგზის ინჟინერიის დაუსწრებელ ფაკულტეტზე.
1957-1960 წლებში ჩიკატილო შინაგან ჯარებში მსახურობდა, სადაც მისი სიტყვებით ყველანაირ დამცირებას განიცდიდა. ზოგი ვერსიით მას, როგორც პასიურ ჰომოსექსუალისტს იყენებდნენ.
არმიის შემდეგ იგი როსტოვის ოლქში გადასახლდა, სადაც სატელეფონო სადგურზე ინჟინრად დაიწყო მუშაობა.
ჩიკატილოს ადრეული ასაკიდან დაქვეითებული პოტენცია ჰქონდა, რის გამოც იგი ერიდებოდა ქალებთან ურთიერთობას. პირველად ქალთან სქესობრივი კონტაქტის დამყარების მცდელობა მას 24 წლის ასაკში ჰქონდა, რაც სრული კრახით დამთავრდა. მიუხედავად ამისა 1964 წელს მან ცოლად შეირთო თავისი დის მეგობარი ფედოსია ოდნაჩევა. როგორც მოგვიანებით ფედოსიამ მოყვა, ანდრეის იმპოტენცია მათი ცოლქმრობის დასაწყისშივე გამოვლინდა. სქესობრივი კონტაქტი მათ ორ-სამ თვეში ერთხელ ჰქონდათ. მიუხედავად ამისა ფედოსიას 3 შვილი ეყოლა. პირველი ჩვილობისას დაიღუპა. მეორე ვაჟი კი მოგვიანებით რეციდივისტი ბანდიტი გახდა.
1965 წლიდან ჩიკატილო რაიონის სპორტის გამგეობის თავმჯდომარედ მოეწყო. 1970 წელს ჩიკატილომ პედაგოგიური უნივერსიტეტის მარქსიზმ-ლენინიზმის დაუსწრებელი ფაკულტეტი დაამთავრა და სკოლა ინტერნატში რუსულის მასწავლებლად მოეწყო. მისი მოსწავლეები ამჩნევდნენ ჩიკატილოს სექსუალურ გადახრებს და ხშირად დასცინოდნენ. ერთხელ ბიჭებმა წაასწრეს ანდრეის, როდესაც იგი ცდილობდა მძინარე ბიჭთან ორალური სექსით დამყარებას და სასტიკად ცემეს.
1978 წელს იგი ოჯახთან ერთად ქალაქ შახტებში გადავიდა, სადაც ტექნიკუმში დაიწყო მუშაობა. ამავე წლის დეკემბერში მან უკვე პირველი მკვლელობა ჩაიდინა.
სერიული მკვლელობების დაწყება
რედაქტირება1978 წლის 22 დეკემბერს მან ჩაიდინა პირველი მკვლელობა. მსხვერპლი 9 წლის ელენა ზაკოტნევა იყო. მკვლელობა მოხდა მეჟევომის ქუჩაზე ნომერ 26-ში. ეს სახლი ჩიკატილომ ოჯახისგან ფარულად იყიდა. ის მას მეძავებთან შესახვერდათ იყენებდა. გოგონა მან შეიტყუა იმ დაპირებით რომ საღეჭ რეზინს მისცემდა. მას უბრალოდ თავის გართოდბა უნდოდა, მაგრამ როდესაც მან გახდა დაუწყო გოგონამ ყვირილი მორთო და იმის შიშით რომ არავის გაეგონა ჩიკატილო მას ზემოდან დააწვა და მოგუდა. მსხვერპლის ტანჯვებმა იგი აღაგზნო და ორგაზმი განაცდევინა. გოგონას გვამი და მისი სასკოლო ჩანთა ჩიკატილომ თავიდან მოიშორა. 24 დეკემბერს გვამი იპოვეს და იმავე დღეს დააპატიმრეს მკვლელობაში ეჭვმიტანილი ალექსანდრე კრავჩენკო, მართალია მას ვერ დაუმტკიცეს ზაკოტნევას მკვლელობა, მაგრამ ის მოგვიანებით დაიჭირეს ქურდობისთვის, ციხეში ის მკვლელთან და ნარკომანთან ერთად ჩასვეს, მათ კრავჩენკო ცემეს და აიძულეს ზაკოტნევას მკვლელობა ეღიარებინა.
აღიარებიდან 4 წელიწადში კრავჩენკო დახვრიტეს მკვლელობისთვის, რომელიც ჩიკატილომ ჩაიდინა.
პირველმა მკვლელობამ ჩიკატილო შეაშინა და მას სამი წელი არავინ მოუკლავს. თუმცა 1981 წელს მან მოკლა 17 წლის მეძავი ლარისა ტკაჩენკო. ის მან ტყეში წაიყვანა რათა სექსით დაკავებულიყო მაგრამ უშედეგოდ. ჩიკატილო ვერაფრით აღეგზნო და როდესაც ლარისამ დასცინა მან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დანით, პირი მიწით ამოუვსო, მოგუდა და ძუძუები მოაჭამა, გვამი მეორე დღესვე იპოვეს.
თითქმის ერთი წლის შემდეგ, 1982 წლის 12 ივნისს მან 12 წლის ლუბოვ ბირიუკი მოკლა. მკვლელობების სერია დაიწყო : 1982 წელს მან საერთო ჯამში 7 ბავშვი მოკლა (9 დან 16 წლამდე). მომავალ მსხვერპლს ის ან ავტობუსის გაჩერებაზე ან ვაგზალზე ხვდებოდა და სხვადასხვა მიზეზებით უახლოვდებოდა მათ (მოკლე გზის ჩვენება, ლეკვები, მარკები, ვიდეომაგნოტოფონები და ა.შ. ) მიჰყავდა ღრმად ტყეში (ზოგჯერ ისინი რამდენიმე კილომეტრსაც გადიოდნენ - ჩიკატილო ყოველთვის წინ მიდიოდა) და საკმარისი მანძილის გავლის შემდეგ მოულოდნელად დანით ესხმოდა თავს.
დამახინჯებულ სხეულებზე 60-მდე ნაჭრილობევს პოულობდნენ, უმრავლესობას მოჭრილი ან მოჭმული ჰქონდათ ცხვირი, ენება, გენიტალიები, მკერდი, ამოთხრილი ჰქონდათ თვალები (ჩიკატილო მსხვერპლის მზერას ვერ უძლებდა) მის მსხვერპლთა შორის იყო არაერთი მაწანწალა, ალკოჰოლიკი და გონებრივად ჩამორჩენილი. მსვერპლთან ის იშვიათად ამყარებდა სქესობრივ კავშირს და ორგაზმს მკვლელობის მომენტში აღწევდა როდესაც ის ასოთი გვამს ეხებოდა.
პირველი დაპატიმრება
რედაქტირება1984 წელს მან 15 ადამიანი მოკლა. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 32-ს მიაღწია. ამ წლის 1 აგვისტოს მან ახალი სამსახური მიიღო, მას ბევრი მოგზაურობა უწევდა და ეს მას ხელს აძლევდა. უკვე 8 აგვისტოს მან ქალი და 12 წლის გოგონა მოკლა.
1984 წლის 14 სექტემბერს იგი როსტოვის ცენტრალურ ბაზარში საეჭვო ქცევების გამო დააკავეს. იგი ცდილობდა გოგოების გაცნობას. უხეშად ელაზღანდარებოდა მათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და პირდაპირ ავტოვაგზალზე დაკავდა ორალური სექსით. დაკავებისას მას უპოვნეს დანა, ვაზელინის ქილა და დახვეული თოკი. მიუხედავად ჩატარებული ექსპერტიზისა მას ვერ დაუმტკიცეს მკვლელობები და იგი 1984 წლის 12 დეკემბერს გამოუშვეს. 1985 წლის იანვარში ის ნოვოჩერსკასკში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო 1990 წელს როსტოვში, სადაც მან სიცოცხლის უკანასკნელი თვეები გაატარა.
პირველი დაკავების შემდეგ მან კიდევ 21 ადამიანი მოკლა.
მსხვერპლთა სია
რედაქტირებარაოდენობა[3] | სახელი[4] | სქესი | ასაკი | მკვლელობის თარიღი | შენიშვნა |
---|---|---|---|---|---|
1 | ელენა ზაკოტნოვა | მდედრობითი | 9 | 1978 წლის 22 დეკემბერი | ჩიკატილოს პირველი ჩადენილი მკვლელობა. სხეული იპოვეს მდინარე გრუშოვკის სანაპიროსთან |
2 | ლარისა ტკაჩენკო | მდედრობითი | 17 | 1981 წლის 3 სექტემბერი | მსხვერპლი გაიცნო ავტობუსის გაჩერებასთან. |
3 | ლუბოვ ბირიუკი | მდედრობითი | 13 | 1982 წლის 12 ივნისი | ჩიკატილომ მსხვერპლი მოიტაცა.[5] |
4 | ლუბოვ ვოლობუევა | მდედრობითი | 14 | 1982 წლის 25 ივლისი | 14 წლის გოგონა მოკლა კრასნოდარის აეროპორტის სიახლოვეს. სხეული იპოვეს 7 აგვისტოს. |
5 | ოლეგ პოჟიდაევი | მამრობითი | 9 | 1982 წლის 13 აგვისტო | ჩიკატილომ პირველად მოკლა მამრობითი სქესის წარმომადგენელი. პოჟიდაევი მოკლულ იქნა ადიღეში. სხეულს ვერ მიაგნეს.[6] |
6 | ოლგა კუპრინა | მდედრობითი | 16 | 1982 წლის 16 აგვისტო | გარდაცვლილის სხეული იპოვეს ერთ-ერთ დასახლებასთან. სხეულს მიაგნეს 27 ოქტომბერს.[7] |
7 | ირინა კარაბელნიკოვა | მდედრობითი | 19 | 1982 წლის 8 სექტემბერი | შეიტყუა რკინიგზის სადგურ შახტისთან. სხეული იპოვეს 20 სექტემბერს. |
8 | სერგეი კუზმინი | მამრობითი | 15 | 1982 წლის 15 სექტემბერი | კუზმინი გამოიპარა სკოლა-ინტერნატიდან. 15 წლის ბიჭის სხეულს მიაგნეს სადგურ შახტისთან 1983 წლის იანვარში. |
9 | ოლგა სტალმაჩენოკი | მდედრობითი | 10 | 1982 წლის 11 დეკემბერი | 10 წლის გოგონა სამეცადინოთ მიდიოდა მუსიკალურ სკოლაში, უკან აღარ დაბრუნდა.[8] |
10 | ლაურა სარქისიანი | მდედრობითი | 15 | 1983 წლის 18 ივნისი | 15 წლის სომეხი გოგონა. სხეულს ვერ მიაგნეს. |
11 | ირინა დუნენკოვა | მდედრობითი | 13 | 1983 წლის ივლისი | დუნენკოვას სხეულს მიაგნეს 1983 წლის 8 აგვისტოს. იგი იყო ჩიკატილოს საყვარელის უმცროსი და, რომელიც ავადმყოფობდა ოლიგოფრენიით. |
12 | ლუდმილა კუშუბა | მდედრობითი | 24 | 1983 წლის ივლისი | მოკლეს ტყეში, სადგურ შახტის სიახლოვეს. სხეულს მიაგნეს 1984 წლის 12 მარტს.[9] |
13 | იგორ გუდკოვი | მამრობითი | 7 | 1983 წლის 9 აგვისტო | სხეულს მიაგნეს 1983 წლის 28 აგვისტოს. ჩიკატილოს ყველაზე პატარა ასაკოვანი მსხვერპლი. |
14 | ვალენტინა ჩუჩულინა | მდედრობითი | 22 | 1983 წლის 19 სექტემბერი. | ჩუჩულინას სხეული იპოვეს 1983 წლის 27 ნოემბერს, ტყიან ადგილში, კირპიჩნაიას სადგურის სიახლოვეს.[10] |
15 | უცნობი ქალი | მდედრობითი | 18–25 | 1983 წლის ზაფხულში[11] | სხეული იპოვეს 1983 წლის 28 ოქტომბერს. |
16 | ვერა შევკუნი | მდედრობითი | 19 | 1983 წლის 27 ოქტომბერი | მოკლეს ერთ-ერთ დასახლებაში, შახტის სიახლოვეს. სხეული იპოვეს 30 ოქტომბერს[12] |
17 | სერგეი მარკოვი | მამრობითი | 14 | 1983 წლის 27 დეკემბერი | სხეულს მიაგნეს 1984 წლის 1 იანვარს. ჩიკატილომ დანით მსხვერპლს მიაყენა 70-მდე და დარტყმა, მოკვეთა გენიტალიები. |
18 | ნატალია შალაპინინა | მდედრობითი | 17 | 1984 წლის 9 იანვარი | შალაპინინა იყო ოლგა კუპრინას ახლო მეგობარი, ჩიკატილომ იგი მოკლა 1982 წელს. |
19 | მარტა რიაბენკო | მდედრობითი | 45 | 1984 წლის 21 თებერვალი | ჩიკატილოს ყველაზე ასაკოვანი მსხვერპლი. მოკლეს როსტოვში, ავიატორებს პარკში. |
20 | დიმიტრი პტაშნიკოვი | მამრობითი | 10 | 1984 წლის მარტი | სხეული იპოვეს 1984 წლის 27 მარტს, ნოვოშახტინსკში. ჩიკატილომ მსხვერპლს მოაჭამა ენა და სასქესო ასო. |
21 | ტატიანა პეტროსიანი | მდედრობითი | 32 | 1984 წლის 25 მაისი | მოკლეს თავის შვილთან ერთად შახტის ფარგლებს გარეთ. იგი ჩიკატილოს იცნობდა 1978 წლიდან.[13] |
22 | სვეტლანა პეტროსიანი | მდედრობითი | 11 | 1984 წლის 25 მაისი | ჩიკატილომ სვეტლანა მოკლა. თავის არეში ჩაქუჩით მიაყენა დარტყმა. მოკლულ იქნა დედამისთან (ტატიანა პეტროსიანთან) ერთად. |
23 | ელენა ბაკულინა | მდედრობითი | 22 | 1984 წლის 22 ივნისი | ბაკულინას სხეული იპოვეს 1984 წლის 27 აგვისტოს.[14] |
24 | დიმიტრი ილარიონოვი | მამრობითი | 13 | 1984 წლის ივლისი | სხეული ოპოვეს 1984 წლის 12 აგვისტოს, როსტოვში. |
25 | ანა ლემეშევა | მდედრობითი | 19 | 1984 წლის 19 ივლისი | სტუდენტი, რომელიც სტამატოლოგთან მიდიოდა, შინ აღარ დაბრუნებულა. მოკლულ იქნა შახტში. |
26 | სვეტლანა ცანა | მდედრობითი | 20 | 1984 წლის ივლისი | წარმოშობით ქალაქ რიგიდან. მისი სხეული იპოვეს 1984 წლის 9 სექტემბერს, როსტოვში.[14] |
27 | ნატალია გოლოსოვსკაია | მდედრობითი | 16 | 1984 წლის 2 აგვისტო | გაუჩინარდა ნოვოშახტინსკში ყოფნის დროს, სტუმრად მიდიოდა დასთან.[15] |
28 | ლუდმილა ალექსეევა | მდედრობითი | 17 | 1984 წლის 7 აგვისტო | სხეული იპოვეს 1984 წლის 10 აგვისტოს, ქალაქ როსტოვში. ჩიკატილომ დანით მსხვერპლს 39-ჯერ მიაყენა დარყმა. |
29 | უცნობი ქალი | მდედრობითი | 20–25 | 1984 წლის 8-11 აგვისტო | მოკლულ იქნა ქალაქ ტაშკენტში. |
30 | აკმარალ სეიდალიევა | მდედრობითი | 12 | 1984 წლის 13 აგვისტო | მოკლულ იქნა ქალაქ ტაშკენტში.[16] |
31 | ალექსანდრ ჩეპელი | მამრობითი | 11 | 1984 წლის 28 აგვისტო | სხეული იპოვეს მდინარე დონის სანაპიროსთან. ჩიკატილომ ჩეპელი ტყეში შეიტყუა, სადაც დანით მუცელი გაუჭრა. |
32 | ირინა ლუჩინსკაია | მდედრობითი | 24 | 1984 წლის 6 სექტემბერი | როსტოველი ბიბლიოთეკარი, ჩიკატილომ იგი მოკლა ავიატორების პარკში, როსტოვში.[17] |
33 | ნატალია პოხლისტოვა | მდედრობითი | 18 | 1985 წლის 31 ივლისი | სხეული იპოვეს 1985 წლის 3 აგვისტოს, ტყეში, დომოდედოვოს აეროპორტის სიახლოვეს. |
34 | ირინა გულიაევა | მდედრობითი | 18 | 1985 წლის 27 აგვისტო | მოკლულ იქნა შახტის ავტოსადგურთან. სხეული მეორე დღესვე იპოვეს.[18] |
35 | ოლეგ მაკარენკოვი | მამრობითი | 13 | 1987 წლის 16 მაისი | მოკლულ იქნა უკრაინის ქალაქ სვერდლოვსკში. ჩიკატილო სახლში წავიდა, აიღო ბარი, შემდეგ დაბრუნდა მკვლელობის ადგილზე და სხეული ტყეში დამარხა. სხეული მხოლოდ 1991 წელს იპოვეს. |
36 | ივან ბილოვეცკი | მამრობითი | 12 | 1987 წლის 29 ივლისი | მოკლულ იქნა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში. სხეული იპოვეს 30 ივლისს.[19] |
37 | იური ტერეშენოკი | მამრობითი | 16 | 1987 წლის 15 სექტემბერი | ჩიკატილომ ტერეშენოკი გაიცნო ერთ-ერთ სადგურში და შესთავაზა წასვლა აგარაკზე. ამის ნაცვლად შეიტყუა ღრმად ტყეში და დანით მიაყენა რამდენიმე ჭრილობა. გვამს მიწა დააყარა. სხეული იპოვეს 1991 წელს, ლენინგრადის ოლქში. |
38 | უცნობი ქალი | მდედრობითი | 18–25 | 1988 წლის 1-4 აპრილი | მოკლულ იქნა კრასნი-სულინის რკინიგზის სადგურთან. სხეული იპოვეს 6 აპრილს.[20] |
39 | ალექსი ვორონკო | მამრობითი | 9 | 1988 წლის 15 მაისი | ვორონკო მოკლეს ერთ-ერთ სადგურთან: როსტოვი—უკრაინა რკინიგზის ხაზზე.[21] |
40 | ევგენი მურატოვი | მამრობითი | 15 | 1988 წლის 14 ივლისი | მურატოვი იყო სტუდენტი. სხეული იპოვეს 1989 წლის 10 აპრილს.[22] |
41 | ტატიანა რიჟოვა | მდედრობითი | 16 | 1989 წლის 8 მარტი | სხეული იპოვეს 1989 წლის 9 მარტს. |
42 | ალექსანდრე დიაკონოვი | მამრობითი | 8 | 1989 წლის 11 მაისი | მოკლეს ქალაქ როსტოვში. სხეული იპოვეს 1989 წლის 14 ივლისს.[18] სახლიდან სასეირნოდ გავიდა, შინ აღარ დაბრუნებულა. |
43 | ალექსი მოისეევი | მამრობითი | 10 | 1989 წლის 20 ივნისი | მოკლეს ვლადიმირის ოლქში, მოსკოვის აღმოსავლეთით. დაპატიმრების შემდეგ ჩიკატილომ აღიარა დანაშალი.[23] |
44 | ელენა ვარგა | მდედრობითი | 19 | 1989 წლის 19 აგვისტო | უნგრელი სტუდენტი. მოკლეს ქალაქ როსტოვის სიახლოვეს.[24] |
45 | ალექსი ხობოტოვი | მამრობითი | 10 | 1989 წლის 28 აგვისტო | სხეული იპოვეს 1990 წლის 12 დეკემბერს. |
46 | ანდრეი კრავჩენკო | მამრობითი | 11 | 1990 წლის 14 იანვარი | სხეული იპოვეს 1990 წლის 19 თებერვალს. |
47 | იაროსლავ მაკაროვი | მამრობითი | 10 | 1990 წლის 7 მარტი | სხეული იპოვეს 1990 წლის 8 მარტს. ჩიკატილომ ბავშვს სწორი ნაწლავი ამოაჭრა. |
48 | ლუბოვ ზუევა | მდედრობითი | 31 | 1990 წლის 4 აპრილი | სხეული იპოვეს 1990 წლის 24 აგვისტოს. |
49 | ვიქტორ პეტროვი | მამრობითი | 13 | 1990 წლის 28 ივლისი | მოკლულ იქნა როსტოვის ბოტანიკურ ბაღში, დაახლოებით იმავე ადგილზე, სადაც მოკლეს მაკაროვი.[25] |
50 | ივან ფომინი | მამრობითი | 11 | 1990 წლის 14 აგვისტო | მოკლულ იქნა ქალაქ ნოვოჩერკასკთან. სხეული იპოვეს 17 აგვისტოს.[26] |
51 | ვადიმ გრომოვი | მამრობითი | 16 | 1990 წლის 17 ოქტომბერი | სტუდენტი. გრომოვი ტაგანროგში მიმავალი მატარებლით მგზავრობისას გაუჩინარდა.[27] |
52 | ვიქტორ ტიშენკო | მამრობითი | 16 | 1990 წლის 30 ოქტომბერი | მოკლეს შახტში. სხეული იპოვეს 1990 წლის 2 ნოემბერს. ტიშენკომ მოახერხა და ჩიკატილოს თითზე უკბინა. |
53 | სვეტლანა კოროსტიკი | მდედრობითი | 22 | 1990 წლის 6 ნოემბერი | ჩიკატილოს უკანასკნელი მსხვერპლი. სხეული იპოვეს 1990 წლის 13 ნოემბერს. კოროსტიკი მეძავი იყო. ჩიკატილომ მას ენა მოაჭამა, ამოაჭრა ძუძუები და თან წამოიღო. |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Полный текст приговора Андрея Чикатило დაარქივებული 2010-02-28 საიტზე Wayback Machine.
- «Лесополоса» — подробнейшее изучение жизни и преступлений Чикатило დაარქივებული 2011-09-02 საიტზე Wayback Machine.
- Прошение Андрея Чикатило о помиловании, где он объявляет себя жертвой большевизма დაარქივებული 2009-11-30 საიტზე Wayback Machine.
- Полная хронология жизни Андрея Чикатило
- Полный список жертв Чикатило с фотографиями დაარქივებული 2013-08-20 საიტზე Wayback Machine.
- Биография Андрея Чикатило на сайте Slaughter-House დაარქივებული 2009-12-09 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Katherine Ramsland. «Andrei Chikatilo. The Roots Of Perversity» დაარქივებული 2003-08-22 საიტზე Wayback Machine. «…[Stepan] might simply have died and been consumed, if he even existed (which could not be corroborated in any records), but Chikatilo’s mother would warn him to stay in the yard or he might get eaten as well»
- ↑ Andrei Chikatilo, the Rostov Ripper serial killer — The Crime Library — Crime Library on truTV.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2003-08-22. ციტირების თარიღი: 2011-07-18.
- ↑ http://vitaextensa.narod.ru/chikatilo_victims.htm
- ↑ The Red Ripper, pp. 252–57.
- ↑ The Killer Department, p. 3–5.
- ↑ The Red Ripper, p. 60.
- ↑ The Killer Department, p. 15
- ↑ The Killer Department, p. 25.
- ↑ The Killer Department, p. 65
- ↑ The Killer Department, p. 49.
- ↑ The Killer Department, pp. 46-47
- ↑ The Killer Department, pp. 48-49
- ↑ The Red Ripper, p. 82.
- ↑ 14.0 14.1 The Red Ripper, p. 254.
- ↑ The Red Ripper, p. 93
- ↑ The Killer Department, p. 205
- ↑ The Red Ripper, p. 101.
- ↑ 18.0 18.1 The Red Ripper, p. 256
- ↑ The Red Ripper, pp. 133-35
- ↑ The Killer Department, p. 146
- ↑ The Killer Department, p. 147
- ↑ The Killer Department, p. 152.
- ↑ The Red Ripper, p. 257.
- ↑ The Killer Department, p. 156
- ↑ The Red Ripper, p. 166.
- ↑ The Killer Department, p. 160-161
- ↑ The Killer Department, p. 165.