ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ანდრეას ლონდოსი (ბერძ. Ανδρέας Λόντος, Eion, Achaia, დ. 1786, ათენი — გ. 1846) — 1821-1829 წლების საბერძნეთის განმათავისუფლებელი ომის მონაწილე, პელოპონესის მიწათმფლობელთა თვალსაჩინო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი, პოლიტიკოსი, მინისტრი.

ანდრეას ლონდოსი
ბერძ. Ανδρέας Λόντος
ბერძ. Ανδρέας Σ. Λόντος
დაბადების თარიღი 1784[1] [2] [2] ან 1786
დაბადების ადგილი Aigio
გარდაცვალების თარიღი 24 სექტემბერი, 1846(1846-09-24) ან 1846[1] [2] [2]
გარდაცვალების ადგილი ათენი
მოქალაქეობა  საბერძნეთი
მამა Sotirakis Londos

ბიოგრაფია

რედაქტირება

ანდრეას ლონდოსი დაიბადა 1786 წელს პელოპონესის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ეიონეში (ქალაქს მაშინ ვოსტიცასაც ეძახდნენ) მდიდარი მიწის მესაკუთრის სოტირის ლონდოსის ოჯახში. აქ დაამთავრა სკოლა. მას შემდეგ, რაც მამამისს თურქებმა თავი მოკვეთეს, ანდრეასი გაიქცა კონსტანტინოპოლში და ეიონში მხოლოდ 1818 წელს დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც პელოპონესზე ახალი ოსმალეთის მმართველი საქირ აჰმედი დანიშნეს. თავად ლონდოსი ცნობილი გახდა, ბერძნულ მოსახლეობაში, როგორც ტირანი. 1821 წლის 26 იანვარს, გაიმართა პელოპონესის თავადაზნაურობისა და მაღალი იერარქიის წარმომადგენლების ფარული შეხვედრა ლონდოსის სახლში, რათა განეხილათ მოციქულ ფილიკ-ეტერია პაპაფლესასის მიერ შემოთავაზებული აჯანყების გეგმა. მიწის მესაკუთრეები თავდაპირველად სკეპტიკურად უყურებდნენ პაპაფლესას რევოლუციურ რიტორიკას, მაგრამ თურქების (რომლებმაც გაიგეს მოსალოდნელი აჯანყების შესახებ) მოთხოვნებმა, თავადაზნაურობისა და მაღალი იერარქიების წარმომადგენლების მძევლებად გადაცემის შესახებ, არ დატოვა დრო დასაფიქრებლად.[3][4]

1821 წლის 23 მარტს ლონდოსი 400 აჯანყებულს გაუძღვა ეიონისკენ. თურქებმა, გაიგეს საყოველთაო აჯანყების შესახებ, გადალახეს კორინთის ყურე და შეაფარეს თავი ქალაქ ამფისას ციხეს. აჯანყებულებმა აიღეს ეონი უბრძოლველად. ლონდოსმა 200 ჯარისკაცი გარნიზონში დატოვა და თავად ქალაქ პატრაში გაემგზავრა, რათა მონაწილეობა მიეღო ციხესიმაგრის ალყის მოხსნაში. აქ იგი გახდა რევოლუციური დირექტორატის წევრი.

1822 წლის იანვარში, აკრატესში, მეამბოხე ძალებმა ლონდოსის, ზაიმისის და სამხედრო მეთაურის ანდროუცოსის მონაწილეობით ალყა შემოარტყეს და შეუტიეს თურქეთის 4000 კაციან ჯგუფს, რომელიც წარმოადგენდა დრამალ-ფაშას არმიის ნაწილს. მხოლოდ 800 თურქმა მოახერხა გაქცევა მას შემდეგ, რაც იუსუფ-ფაშამ 15 ხომალდი გაგზავნა და პატრაში გადაიყვანა ისინი. ლორდ ბაირონმა დადებითად შეაფასა ლონდოსი, რომელიც ბერძენი ისტორიკოსების მხრიდან არ იყო განებივრებული კეთილგანწყობით, გაიხსენა 1824 წელს ეიონეში მისი სტუმართმოყვარეობა და ცხენი — საჩუქრად.[5][6]

1824 წლის 24 თებერვალს ბაირონი ანდრეას ლონდოსისთვის მიწერილ წერილში მიმართავს სიტყვებით „მამაცი გენერალი და კარგი მეგობარი“, უხსნის, თუ რატომ არ დაუპირისპირდა თავად ნავპაქატას ციხეს, სთხოვს გააგრძელოს პატრასა და რიოს ციხესიმაგრეების შევიწროება და გაგზავნოს 12 ჯარისკაცი და 2 ოფიცერი არტილერისტობის შესასწავლად მესოლონგიონში.[7]

ანდრეას ლონდოსი და მისი მეგობარი და მოკავშირე ანდრეას ზაიმისი მოგვიანებით ჩაერთვნენ ანტისამთავრობო ინტრიგებში. თავდაპირველად გ. კუნტურიოტისის მთავრობის მხარეზე ყოფნისას, ლონდოსი გადავიდა პელოპონესელი მიწათმფლობელების მხარეს ი. კოლეტისის მთავრობის წინააღმდეგ და 1824 წლის სამოქალაქო ომში დამარცხებულთა მხარეს აღმოჩნდა. იოანე კაპოდისტრიას მოსვლისთანავე ლონდოსი, ისევე როგორც მიწის მესაკუთრეთა უმეტესობა, ხელისუფლების ოპოზიციაში აღმოჩნდა.[8]

1833 წელს, მეფის ბავარიელი ოტოს ჩასვლისთანავე, ლონდოსი გადავიდა ნაფპლიონში. 1835 წელს ოტომ მას პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა და სამხედრო ინსპექტორად დანიშნა. თუმცა, ლონდოსმა, როგორც ეგრეთ წოდებული ინგლისური პარტიის ლიდერმა, მიიღო მონაწილეობა 1843 წლის 3 სექტემბერს, რევოლუციაში , კონსტიტუციის უზრუნველყოფის მოთხოვნით და დაინიშნა რევოლუციური ხელისუფლებისა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ, შემდეგ კი სამხედრო მინისტრად და შინაგან საქმეთა მინისტრად.[9]

ყველა პოზიცია ლონდოსმა დაკარგა, როდესაც მთავრობის ფორმირება მოახდინა კოლეტისმა. პოლიტიკურმა წარუმატებლობამ და ფინანსურმა პრობლემებმა, ლონდოსი 1846 წლის 24 სექტემბერს ათენში, თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Φωτάκος (Χρυσανθόπουλος Φώτιος), Πελοποννήσιοι αγωνιστές του 1821, Νικηταρά απομνημονεύματα, Αθήνα: Βεργίνα, 1996.
  • Σπυρίδωνος Τρικούπη, Ιστορία της Ελληνικής επανάστασης, Αθήνα: Νέα Σύνορα-Λιβάνη, 1993.
  1. 1.0 1.1 Catalogue of the National Library of Greece
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Catalogue of the Academy of Athens Library
  3. Δημήτρη Φωτιάδη, Ιστορία του 21, Μέλισσα, 1971. — P. 14, 16, 25, 26.
  4. Paroulakis, Peter H., The Greeks: Their Struggle For Independence, Darwin, NT, Australia: Hellenic International Press, 1984, ISBN 0-9590894-1-1.
  5. W. Parry, The Last Days of Bayron, London, 1825. — P. 181—185.
  6. Απόστολος Ε. Βακαλόπουλος, Επίλεκτες Βασικές Ιστορικές Πηγές της Ελληνικής Επαναστάσεως, Θεσσαλονίκη: Βάνιας, 1990. — P. 599.
  7. Απόστολος Ε. Βακαλόπουλος, Επίλεκτες Βασικές Ιστορικές Πηγές της Ελληνικής Επαναστάσεως, Θεσσαλονίκη: Βάνιας, 1990. — P. 563.
  8. Δημήτρη Φωτιάδη, Ιστορία του 21, Μέλισσα, 1971. — P. 211, 224, 244.
  9. Στέφανος Π. Παπαγεωργίου, Από το Γένος στο Έθνος. Η θεμελίωση του ελληνικού κράτους 1821-1862, Παπαζήσης, 2004. — P. 397—398.