ანგლო-მაისურული ომები

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ანგლო-მაისურული ომები — ომების ოთხი სერია, რომელიც მე-18 საუკუნის უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში, ერთი მხრივ, მაისურის სასულთნოს, ხოლო, მეორე მხრივ, ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიას (უმთავრესად წარმოდგენილი, როგორც მეზობლად მდებარე მადრასის საპრეზიდენტო), მარათების იმპერიას, ტრავანკორის სამეფოს და ჰაიდერაბადის სამეფოს შორის. ჰაიდარ ალი და მისი მემკვიდრე ვაჟი ტიპუ ოთხ ფრონტზე იბრძოდნენ: დასავლეთიდან, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან უტევდნენ ბრიტანელები, ხოლო ჩრდილოეთიდან ნაზიმის ძალები.[1] ანგლო-მაისურის მეოთხე ომმა ჰაიდარ ალისა და ტიფუს (ეს უკანასკნელი მოკლეს მეოთხე ომში 1799 წელს) ჩამოგდება და მაისურის მმართველობის დემონტაჟი გამოიწვია, რითაც ისარგებლა აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიამ და კონტროლი დაამყარა ინდოეთის ნახევარკუნძულის უმეტეს ნაწილზე.

 
ჰაიდერ ალი 1762 წელს, არასწორად აღწერილი, როგორც: „მარათების მთავარსარდალი. მისი არმიის სათავეში მყოფი ბრიტანელების წინააღმდეგ ინდოეთის ომში“ (ფრანგული ნახატი).

პირველი ანგლო-მაისურული ომი

რედაქტირება

პირველი ანგლო-მაისურული ომში (1767-1769 წწ.) ჰაიდერ ალიმ გარკვეულ წარმატებას მიაღწია ბრიტანელების წინააღმდეგ და ცოტა დააკლდა მადრასის დაპყრობისგან. ბრიტანელებმა ნიზამ მირ ნიზამ ალი ხანი დაარწმუნეს იმაში, რომ ალისთვის შეეტია. თუმცა, ეს დროებითი აღმოჩნდა და 1768 წლის თებერვალში ნიზამმა ბრიტანელებთან ახალ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ალი უნდა შებრძოლებოდა ბრიტანული ბომბეის არმიას, რომელიც დასავლეთიდან უტევდა და ასევე მადრასის არმიას, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოიწევდა. მიუხედავად ამისა, ალის მხრიდან მადრასზე შეტევა აისახა მადრასის საზავო ხელშეკრულებაში, რომელიც საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა.[1]

მეორე ანგლო-მაისურული ომი

რედაქტირება

მეორე ანგლო-მაისურული ომი (1780-1784 წწ.) წარიმართა სისხლიანი ბრძოლების თანხლებით, რომლის ბედი მერყეობდა მონაწილე ძალებს შორის. 1780 წლის სექტემბერში ალიმ დაამარცხა უილიამ ბეილი პოლილურის ბრძოლაში, ხოლო 1782 წლის თებერვალში ჯონ ბრეითვეიტი კუმბაკონამთან ბრძოლაში. ორივე მათგანი დააპატიმრეს და გადაიყვანეს სრირანგაპატანაში. ამ ომში დაბრუნდა სერ ეირ კუტი, ბრიტანელი მეთაური, რომელმაც დაამარცხა ალი პორტო ნოვოსა და არნის ბრძოლაში. ტიფუმ განაგრძო ომი მამამისის გარდაცვალების შემდგომ. საბოლოოდ, 1784 წლის 11 მარტს ომი დასრულდა მანგალორეს ხელშეკრულების დადებით, რომელმაც აღადგინა სტატუს-კვო. 1787 წლის აპრილში გაჯენდრაგადის ხელშეკრულებამ დაასრულა კონფლიქტი მარათებთან. უორენ ჰასტინგსი (1772-1785 წწ.) იყო ინდოეთის გენერალური გუბერნატორი მეორე ანგლო-მაისურულ ომში.[1]

მესამე ანგლო-მაისურული ომი

რედაქტირება

მესამე ანგლო მაისურული ომი (1790-1792 წწ.), ტიპუ, ახლა უკვე საფრანგეთის მოკავშირე, ბრიტანეთის მოკავშირე ტრავანკორეს სამეფოს სიახლოვეში შეიჭრა. ბრიტანულ ძალებს ჩარლზ კორნუოლისი მეთაურობდა. გამოწვეულმა ომმა სამი წელი გასტანა და მაისურის დამარცხებით დასრულდა. ომი დამთავრდა 1792 წლის სრირანგაპატანას ალყის შემდეგ და სრირანგაპატანას ზავიც დაიდო, რომლის თანახმად ტიფუ ნახევარი სამეფო უნდა დაეთმო ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიისა და მისი მოკავშირეებისთვის.

მეოთხე ანგლო-მაისურული ომი

რედაქტირება

მეოთხე ანგლო-მაისორული ომში (1790-1792 წწ.) ტიპუ გარდაიცვალა და მაისურის ტერიტორიებიც შემცირდა.[1] მაისურის ალიანსი საფრანგეთთან დანახული იყო, როგორც ოსტინდოეთის კომპანიისთვის საფრთხე, ამიტომ მაისურს ოთხივე მხრიდან შეუტიეს. მასიურს ჰქონდა 35 000 ჯარისკაცი, ხოლო ბრიტანელები მეთაურობდნენ 60 000 ჯარისკაცს. ნიზამ აკბარ ალი ხანმა და მარათებმა ჩრდილოეთიდან წამოიწყეს ინტერვენცია. ბრიტანელებმა გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვეს სერინგაპატამის ალყაში (1799 წ.). ტიფუ მოკლეს ქალაქის თავდაცვის დროს. ბრიტანელებმა განახორციელეს მაისურის, ნიზამისა და მარათების დარჩენილი ტერიტორიის უმეტესობის ანექსია. მაისორისა და სერინგაპატამის ირგვლივ დარჩენილი ბირთვი დაუბრუნდა ინდოელ პრინცს, იუვარაჯა კრიშნარაჯა ვადიარ III-ს (მოგვიანებით, მაჰარაჯა კრიშნარაჯა ვადიარ III-ს) ბებიის რეგენტობის ქვეშ. ვოდეიარების დინასტიის წევრები მაისურის სამეფოს ხელისუფლებაში იმყოფებოდნენ მანამ, სანამ ალი დე ფაქტო მმართველი გახდებოდა.

შედეგები

რედაქტირება

პლასესის (1757 წ.) და ბუქსარის (1764 წ.) ბრძოლების შემდეგ, ბრიტანეთის ბატონობა დაამყარეს აღმოსავლეთ ინდოეთში: ანგლო-მაისურის ომებმა (1767-1799 წწ.), ანგლო-მარათების ომებმა (1775-1819 წწ.) და ბოლოს, ანგლო-სიქების ომებმა (1845-1849 წწ.) გააძლიერა ბრიტანეთის პრეტენზია სამხრეთ აზიაზე, რამაც გამოიწვია ბრიტანეთის იმპერიის დომინირება ინდოეთში, თუმცა სხვადასხვა ჯგუფს შორის წინააღმდეგობა, როგორიცაა ავღანელები და ბირმები, 1880-იან წლებში გაგრძელდა.

მაისურული ჭურვები, რომლებიც ტიპუმ გამოიყენა პოლილურის ბრძოლის დროს, ბევრად უფრო მოწინავე იყო, ვიდრე ბრიტანული ოსტინდოეთის კომპანიას ადრე ჰქონდა ნანახი, ისიც, ძირითადად, საწვავის შენახვის მიზნით რკინის მილების გამოყენების თვალსაზირისით. ამან შესაძლებელი გახადა ჭურვის უფრო მაღლა ასხლეტა და უფრო შორ მანძილზე გადასროლა (2 კილომეტრამდე (1.2 მილი)). მეოთხე ანგლო-მაისურულ ომში ტიპუს დამარცხებისა და რამდენიმე მაისურული რკინის ჭურვის ხელში ჩაგდების შემდეგ, ბრიტანული ჭურვების განვითარება განაპირობა, რისი შთაგონებითაც კონგრევის ჭურვი შეიქმნა, რომელიც მალევე გამოიყენეს ნაპოლეონის ომებში.[2]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Naravane, M. S. (2014). Battles of the Honourable East India Company: Making of the Raj.. New Delhi: A.P.H. Publishing Corporation, გვ. 172–181. ISBN 978-81-313-0034-3. 
  2. Narasimha, Roddam (May 1985). Rockets in Mysore and Britain, 1750–1850 A.D.. National Aeronautical Laboratory and Indian Institute of Science. 

დამატებითი ლიტერატურა

რედაქტირება
  • Brittlebank, Kate (1997). Tipu Sultan's Search for Legitimacy: Islam and Kingship in a Hindu Domain. Delhi: Oxford University Press.
  • Cooper, Randolf G. S. (September 2005). "Culture, Combat, and Colonialism in Eighteenth- and Nineteenth-Century India". The International History Review. 27 (3): 534–549. doi:10.1080/07075332.2005.9641071. S2CID 154707328.
  • Jaim, H. M. Iftekhar; Jaim, Jasmine (Autumn 2011). "The Decisive Nature of the Indian War Rocket in the Anglo-Mysore Wars of the Eighteenth Century". Arms & Armour. 8 (2): 131–138. doi:10.1179/174962611X13097916223244. S2CID 161374846.
  • Kaliamurthy, G. (1987). Second Anglo-Mysore War (1780–1884). Mittal Publications.
  • Roy, Kaushik (2011). War, Culture and Society in Early Modern South Asia, 1740–1849. Taylor & Francis.
  • Gidwani, Regan S. (2014). The Sword of Tipu Sultan. – a novel linked to TV series.