კუმბაკონამი
კუმბაკონამი (წარსულში გამოითქმებოდა როგორც კოომბაკონუმი ან კომბაკონუმი) ან კუდანთაი ― საქალაქო მუნიციპალური კორპორაცია ტანჯავურის რაიონში, ინდოეთის შტატ ტამილნადუში. მდებარეობს ტანჯავურიდან 40 კმ-ის დაშორებით, ჩენაიდან ― 282 კმ-ის დაშორებით. არის კუმბაკონამ ტალუკის ცენტრი. კუმბაკონამი სიდიდით მეორე ქალაქია რაიონში, ტანჯავურის შემდეგ. შემოსაზღვრულია ორი მდინარით: ჩრდილოეთიდან ― კავერით, ხოლო სამხრეთიდან ― არასალარით. ტაძრების რაოდენობის გამო კუმბაკონამს ხშირად მოიხსენიებენ როგორც „ტაძრის ქალაქს“. ცნობილია მაჰამაჰამის ფესტივალით, რომელიც 12 წელიწადში ერთხელ ტარდება და მთელი ქვეყნიდან იზიდავს ხალხს.
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
კუმბაკონამი | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 10°58′00″ ჩ. გ. 79°23′00″ ა. გ. / 10.96667° ჩ. გ. 79.38333° ა. გ. |
ფართობი | 12.58 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 24±1 მეტრი |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
სატელეფონო კოდი | 435 |
საფოსტო ინდექსი | 612001 |
კუმბაკონამის ისტორია სანგამის ხანიდან იწყება. სხვადასხვა დროს ქალაქი შედიოდა ადრეული ჩოლას, პალავას, მუთარაიიარის დინასტიის, შუა საუკუნეების ჩოლას, გვიანი ჩოლას, პანდიას, ვიჯაიანაგარის იმპერიის, მადურაი ნაიაკის, ტანჯავურ ნაიაკისა და ტანჯავურ-მარათის სამეფოს მმართველობს ქვეშ. ქალაქის ძლიერების პერიოდი VII-IX საუკუნეებზე მოდის, როდესაც შუა საუკუნეების ჩოლას დედაქალაქი გახდა. ძლიერების მწვერვალს ბრიტანეთის ინდოეთის პერიოდში მიაღწია, როდესაც ევროპული განათლებისა და ინდუისტური კულტურის ცენტრად იქცა. ქალაქმა ამ პერიოდში შეიძინა კულტურული სახელი „სამხრეთ ინდოეთის კემბრიჯი“. 1866 წელს კუმბაკონამს ოფიციალურად მიენიჭა მუნიციპალიტეტის სტატუსი. დღეისთვის 48 ერთეულს მოიცავს და მეორე უდიდესი ადგილობრივი სამოქალაქო ორგანოა ტანჯავურის რაიონში. მუნიციპალური კორპორაცია 2021 წლის 24 აგვისტოს გახდა.
გეოგრაფია
რედაქტირებაკუმბაკონამის კოორდინატებია: ჩ. გ. 10.97° და ა. გ. 79.42°.[1] მდებარეობს ჩენაიდან 273 კმ-ით სამხრეთით, ტირუჩირაპალიდან 96 კმ-ით აღმოსავლეთით და თანჯავურიდან 40 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით. ქალაქი „ძველი დელტის“ სახელით ცნობილ რეგიონში მდებარეობს, რომელიც თანჯავურის რაიონის ჩრდილო-დასავლეთ ტალუკებს მოიცავს და მდინარე კაუვერისა და მისი შენაკადებით ირწყვება. „ახალი დელტა“ სამხრეთ ტალუკებს მოიცავს, რომელიც კალანაის კაშხლის არხისა და ვადავარის არხის წყლით ირწყვება.[2][3] ქალაქის საშუალო სიმაღლეა 26 მეტრი.[4] ესაზღვრება ორი მდინარე: ჩრდილოეთიდან ― კაუვერი და სამხრეთიდან ― არასალარი.[5]
კაუვერის დელტა ჩვეულებრივ ცხელია, თუმცა კუმბაკონამსა და მეზობლად მდებარე ქალაქებში მეტწილად რბილი კლიმატია.[6] კუმბაკონამი ტამილნადუს დედაქალაქთან, ჩეინასთან შედარებით უფრო გრილი კლიმატით გამოირჩევა.[7] მაქსიმალური ტემპერატურა ზაფხულში 40 °C-ია (104 °F), ხოლო მინიმალური 20 °C (68 °F).[8] საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 114.78 სმ-ია.[9] რეგიონი ძირითადად ალუვიონი ან შავმიწა ნიადაგითაა დაფარული, რომელიც ბრინჯის მოყვანისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. სხვა მარცვლეულებს შორის აღსანიშნავია: შაქრის ლერწამი, თუთა და მარცვლეული კულტურები.[10][11]
ქალაქი ბრინჯის ფართო მინდვრებითაა გარშემორტყმული. 1934 წელს მეტურის კაშხლის გახსნის შემდეგ ირიგაცია საგრძნობლად გაუმჯობესდა.[12][2] კაუვერის დელტის ფაუნა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვითა და თხებით შემოიფარგლება.[10]
დემოგრაფია
რედაქტირება2011 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქში 140 156 ადამიანი ცხოვრობს. სქესობრივი თანაფარდობის მიხედვით, ყოველ 1 000 კაცზე 1 021 ქალი მოდის, რაც ეროვნულ საშუალო მაჩვენებელზე (929) მაღალია.[13]
მოსახლეობის უმრავლესობას ინდუსები შეადგენენ. უმცირესობაში არიან მუსლიმები და ქრისტიანები. მუსლიმებს შორის ტამილი მუსლიმები ჭარბობენ. მათი დიდი ნაწილი საზღვაო ვაჭრობაშია ჩართული. კუმბაკონამში საკმაოდ დიდი რაოდენობით პროტესტანტი ქრისტიანებიც სახლობენ. კათოლიკე კუმბაკონამელები მეტწილად კუმბაკონამის რომის კათოლიკურ ეპარქიას მიეკუთვნებიან, რომელიც პონდიშერის არქიეპარქიას 1899 წელს გამოეყო.[14][15]
მოსახლეობის უმრავლესობა ტამილურ ენაზე საუბრობს. ძირითადად ცენტრალური ტამილური დიალექტი გამოიყენება. უმცირესობები ტელუგუზე,[16][17] კანადასა[16][18] და საურაშტრაზე საუბრობენ.[16][19][20]
2011 წლის რელიგიური აღწერის მიხედვით, კუმბანკონამის მოსახლეობის 86.07% ინდუსია, 9.57% ― მუსლიმი, 3.99% ― ქრისტიანი, 0.23% ― ჯაინისტი, ხოლო 0.13% სხვა რელიგიების მიმდევარია.[21]
ლიტერატურა
რედაქტირება- Anantharaman, Ambujam (2006). Temples of South India. East West books. ISBN 8188661422.
- Ayyar, Jagadisa P. V. (1920). South Indian shrines: illustrated. Madras Times Printing and Pub. Co..
- Gough, Kathleen (1981). Rural Society in Southeast India. Cambridge University Press.
- Hunter, Sir William Wilson (1908). The Imperial Gazetteer of India 1908, Vol 16. Clarendon Press.
- (1972) Proceedings of the Indian Colloquium on Micropalaeontology and Stratigraphy. Dept. of Geology, University of Lucknow.
- Ring, Trudy (1996). International Dictionary of Historic Places: Asia and Oceania, Volume 5 of International Dictionary of Historic Places. Taylore & Francis. ISBN 1884964052.
- Sarma, Krishnamurti B. N. (2000). A history of the Dvaita school of Vedānta and its literature: from the earliest beginnings to our own times. Motilal Banarsidass. ISBN 8120815750.
- Sastri, Nilakanta K.A (2000). The CōĻas. Madras: University of Madras.
- V., Vriddhagirisan (1942). Nayaks of Tanjore. New Delhi: Asian Educational Services. ISBN 81-206-0996-4.
- W., Francis (1989). Gazetteer of South India, Volume 2. Mittal Publications.
დამატებითი ლიტერატურა
რედაქტირება- (2000) Students' Britannica India, Volume 1. Popular Prakashan, გვ. 259. ISBN 0852297602.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კუმბაკონამი, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Kumbakonam Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-01. ციტირების თარიღი: 2023-11-20.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ (1983) The Astrological magazine. Roman Publications, გვ. 508.
- ↑ 2.0 2.1 Gough 1981, p. 5
- ↑ A. V., Jose (1939). Limited options: women workers in rural India. International Labour Organisation, გვ. 139. ISBN 9221067173.
- ↑ (1900) Illustrated guide to the South Indian Railway: including the Mayavaram-Mutupet, and Peralam-Karaikkal railways. Higginbotham's, გვ. 217.
- ↑ Ayyar 1920, p. 320
- ↑ (1977) Industrial development potential survey of selected towns of India. Federation of Indian Chambers of Commerce & Industry, გვ. 481.
- ↑ (1962) Census of India, 1961: Madras. Manager of Publications, გვ. 45.
- ↑ Jain, Sharad K. (17 January 2007). Hydrology and Water Resources of India. Springer, გვ. 776. ISBN 978-1402051791.
- ↑ Heitzman, James (1997). Gifts of power: lordship in an early Indian state. Oxford University Press. ISBN 0195639782.
- ↑ 10.0 10.1 W. 1988, p. 141
- ↑ Béteille, André (1971). CASTE, CLASS, AND POWER. University of California Press, გვ. 17.
- ↑ Ring 1996, p. 502
- ↑ Census Info 2011 Final population totals. Office of The Registrar General and Census Commissioner, Ministry of Home Affairs, Government of India (2013). ციტირების თარიღი: 26 Jan 2014
- ↑ Edward René, Hambye; Menachery, George (1982) The St. Thomas Christian encyclopaedia of India, Volume 1, გვ. 261.
- ↑ Herbermann, Charles George (1913). The Catholic encyclopedia: an international work of reference on the constitution, doctrine, discipline, and history of the Catholic church, Volume 12. Universal Knowledge Foundation, გვ. 229.
- ↑ 16.0 16.1 16.2 Gough 1981, p. 30
- ↑ Sarma 2000, p. 476
- ↑ Sarma, p. 544
- ↑ Gough 1981, p. 29
- ↑ K., Chockalingam (1979) Census of India, 1971: Tamil Nadu. Manager of Publications, გვ. 89.
- ↑ Population By Religious Community - Tamil Nadu (XLS). Office of The Registrar General and Census Commissioner, Ministry of Home Affairs, Government of India (2011). ციტირების თარიღი: 13 September 2015