ჰაიდარ ალი (დ. 1722 — გ. 7 დეკემბერი, 1782, ჩიტურის ახლოს, კარნატაკა) — მაისურის სახელმწიფოს გამგებელი, ინგლისელი დამპყრობლების წინააღმდეგ მოძრაობის ორგანიზატორი სამხრეთ ინდოეთში.

ჰაიდარ ალი

ჩაატარა არმიის რეორგანიზაცია: გააუქმა ჯაგირების სისტემა, ჯარისკაცებისათვის შემოიღო ხელფასი, რომელსაც ხაზინა იხდიდა, შექმნა ევროპის ყაიდაზე გაწვრთნილი ქვეითი ნაწილები, გააძლიერა არტილერია. 1761–1764 წლებში მნიშვნელოვნად გააფართოვა მაისურის სამფლობელოები. მოიგერია მარათების რამდენიმე თავდასხმა. 1780 დადო მათთან კავშირი, რომლის მიზანი იყო ინგლისელების ბატონობის მოსპობა ინდოეთში. ინგლის-მაისურის II ომში (1780–1784) ჰაიდარ ალიმ ინგლისელებს წაართვა თითქმის მთელი კარნატიკი, მაგრამ 1781 რამდენიმე დამარცხება განიცადა, რამაც ინგლისელებს საშუალება მისცა მაისურისათვის ჩამოეშორებინა მოკავშირეები. ჰაიდარ ალი მარტო იბრძოდა. დაიღუპა ომში.

ლიტერატურა

რედაქტირება