ანა არნოლდის ასული ანტონოვსკაია (რუს. Анна Арнольдовна Антоновская, ქალიშვილობაში ვეჟნერი; დ. 12 იანვარი, 1886/ ძვ. სტ. 31 დეკემბერი 1885, ტფილისი — გ. 21 ოქტომბერი, 1967, მოსკოვი) — რუსი მწერალი, სცენარისტი, დრამატურგი, პუბლიცისტი და ლიტერატურული კრიტიკოსი. სტალინის პრემიის II ხარისხის ლაურეატი (1942).

ანა ანტონოვსკაია
დაბადების თარიღი 31 დეკემბერი, 1885 (12 იანვარი, 1886)
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაცვალების თარიღი 21 ოქტომბერი, 1967(1967-10-21) (81 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
საქმიანობა მწერალი, პოეტი და ლიტერატურული კრიტიკოსი
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
ჟანრი ისტორიული რომანი
ჯილდოები სტალინური პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი და მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“

შემოქმედება

რედაქტირება

1904 წელს დაიწყო ლექსების წერა. 1918-1919 მისი ლექსები იბეჭდებოდა აკმეისტურ გამოცემებში. Opus magnum — რომანი „დიდი მოურავი“ გიორგი სააკაძის შესახებ (I წიგნი 1937, II წიგნი 1940, III წიგნი 1947, IV წიგნი 1953, V წიგნი 1957, VI წიგნი 1958). რომანი გადათარგმნილია რამდენიმე ენაზე. ქართულად თარგმნა ა. ჭუმბურიძემ[1]. 1942 წელს გამოვიდა ფილმი „გიორგი სააკაძე“, რომელიც გადაღებული იყო რომანის მოტივებზე.

ანა ანტონოვსკაია არის შემდეგი პიესების ავტორი: «ფერების რევოლუცია» (1921), «გიორგი სააკაძე» (1925) და «მოსკოვის ცეცხლი»; რომანები: «მშვიდობის ანგელოზები» საქართველოს ინტერვენიციის შესახებ (1945-1946), «დოკუმენტალური ნოველები საქართველოს შესახებ» (1961).

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება