ანადირი (ქალაქი)
ანადირი (რუს. Анадырь; ჩუკ. Кагыргын, Въэӈын) — ქალაქი რუსეთის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთში, ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი. რუსეთის ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ანადირი Анадырь | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
რეგიონი | ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგი | ||||
კოორდინატები | 64°44′00″ ჩ. გ. 177°31′00″ ა. გ. / 64.73333° ჩ. გ. 177.51667° ა. გ. | ||||
მმართველი | ლეონიდ ნიკოლაევი | ||||
დაარსდა | 1889 | ||||
ადრეული სახელები | ნოვო-მარინსკი | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1965 | ||||
ფართობი | 20[1] კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 35 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | რუსული | ||||
მოსახლეობა | 15 079 კაცი (2022) | ||||
ეროვნული შემადგენლობა | რუსები, ესკიმოსები, ჩუქჩები | ||||
ეთნოქორონიმი | ანადირელი | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+12:00 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 42722 | ||||
საფოსტო ინდექსი | 689000 | ||||
ციფრული იდენტიფიკატორი | 77401 | ||||
ოფიციალური საიტი | novomariinsk.ru | ||||
გეოგრაფია
რედაქტირებაანადირი მდებარეობს ანადირის ყურის მარცხენა ნაპირზე, მდინარე კაზაჩკის შესართავის მახლობლად, მრავალწლოვანი მზრალობის ზონაში.
ანადირსა და მოსკოვს შორის მანძილი — 6192 კმ.[2]
ანადირი მდებარეობს მე-12 სასაათო სარტყელში. ქალაქს ადმინისტრაციული დაყოფა არ გააჩნია.
ისტორია
რედაქტირება1889 წლის 3 აგვისტოს, რუსეთის იმპერიამ გამოსცა ქვეყნის უკიდურეს აღმოსავლეთ წერტილში ანადირის ოკრუგის შექმნის განკარგულება. ქალაქი ანადირი (იმდროინდელი ნოვო-მარინსკი) რუსმა ექიმმა და მეცნიერმა ლევ გრინევეცკიმ დააარსა.
1914 წელს ქალაქში ააგეს რადიოსადგური.
ბოლშევიკური მთავრობა ნოვო-მარინსკში მხოლოდ 1924 წელს დამკვირდა, როცა კამჩატკის გუბერნიის რევოლუციური კომიტეტის მიერ შეიქმნა მისი თანამედროვე სახელწოდება — ანადირი.
1927 წელს ანადირი იმავე სახელწოდების მქონე რაიონის ცენტრი, ხოლო 3 წლის შემდეგ ჩუკოტკის ოკრუგის ცენტრი გახდა.
1934 წელს სოფელი ნოვო-მარინსკი, იგივე ანადირი, გადაიქცა მუშათა დაბად.
1950-იანი წლების ბოლოს მდინარე კაზაჩკაზე აშენდა კაშხალი, რის შემდეგაც, დასახლებაში შესაძლებელი გახდა წყლის გაყვანა.
1965 წლის 12 იანვარს ანადირმა ქალაქის სტატუსი მიიღო.[3]
2004 წლის 29 ნოემბერს ქალაქმა საქალაქო ოკრუგის სტატუსი მიიღო. მის შემადგენლობაში შევიდა სოფელი ტავაივაამი.
მოსახლეობა
რედაქტირება1926[4] | 1939[5] | 1959[6] | 1979[7] | 1989[8] | 2002[9] | 2010 | 2022 |
224 | 3,344 | 5,859 | 7,703 | 12,241 | 17,094 | 11,038 | 15,079 |
2022 წლის 1 იანვრის მონაცემებით, ანადირი რუსეთის ფედერაციის 1117 ქალაქიდან 773-ე ადგილზეა მოსახლეობით.
2009–2011 წლებში შეიმჩნეოდა მოსახლეობის კლება იმიგრაციის შედეგად.
ეკონომიკა
რედაქტირება- თევზის გადამამუშავებელი საწარმო. განვითარებულია თევზაობა და ნადირობა.
- ანადირის თბოელექტროსადგური და ქარის ელექტროსადგური.
- ქალაქის შემოგარენში მოიპოვება ოქრო და ნახშირი.
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა
რედაქტირებასაზღვაო პორტი
რედაქტირებაანადირის საზღვაო ყველაზე დიდი პორტია რეგიონში; მას აქვს კავშირი პეტროპავლოვსკ-კამჩატსკისთან, ვლადივოსტოკთან, მაგადანთან და სხვა პორტებთან. სანავიგაციო პერიოდი 4 თვის განმავლობაში გრძელდება (1 ივლისიდან 1 ნოემბრამდე). ანადირიდან სოფელ ლავრენტიაში დადის თბომავალი „კაპიტან სოტნიკოვი“.
ავიაცია
რედაქტირებაანადირის აეროპორტი ქალაქის მახლობლად, დაბა „უგოლნიე კოპიში“ მდებარეობს. ქალაქისა და აეროპორტს შორის მთელი წლის განმავლობაში ხორციელდება
რეისები ვერტმფრენზე. აეროპორტს გააჩნია საერთაშორისო სტატუსი, რეგულარული ფრენები ხორციელდება მოსკოვში, ხაბაროვსკში და ჩუკოტკის ყველა დასახლებულ პუნქტში.
საავტომობილო გზები
რედაქტირებაქალაქის გზები არ არის ბეტონით დაგებული. ანადირში დაახლოებით 90 საგზაო ნიშანია.
ანადირისა და უგოლნის აეროპორტს შორის დაგებულია 23კმ სიგრძის ფედერალური ავტოტრასა A384, რომლის ნაწილი ყინულის გზისგან შედგება.
საზოგადო ტრანსპორტი
რედაქტირება2012 წელს დაიწყო ფედერალური გზა P-504 „კოლიმას“ მშენებლობა, რომელიც განაპირობებს ანადირის დაკავშირებას რუსეთის შორეული აღმოსავლეთის საგზაო ქსელთან.ქალაქშია 3 ავტობუსის მარშრუტი:
- „შკოლნიკი“: ობოლთა თავშესაფარი — სკოლა #2. არ მუშაობს არდადეგებზე, უქმე და სადღესასწაულო დღეებზე.
- „გარადსკოე კალცო (ქალაქის წრე)“: თბოელექტროსადგური — ჩუკოტკის ოკრუგული საავადმყოფო. ინტერვალი: 25-125 წუთი. არ მუშაობს უქმე და სადღესასწაულო დღეებზე.
- „ტავაივაამი“: თბოელექტროსადგური — ს.ტავაივაამი. ინტერვალი: 30-165 წუთი.
- მაღაზია „კასატკა“ — ჩუკოტკის ოკრუგული საავადმყოფო.
საზოგადო ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა.
კულტურა, განათლება, მეცნიერება
რედაქტირებაქალაქში მუშაობს საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა #1, ჩუკოტკის განათლების განვითარების და კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტი და ჩუკოტკის ცენტრალური ბიბლიოთეკა.
ანადირში ფუნქციონირებს ლაბორატორია „ცენტრ ჩუკოტკა“.
2002 წელს ჩამოყალიბდა მუზეუმის ცენტრი „ნასლედიე ჩუკოტკი (ჩუკოტკის მემკვიდრეობა)“.
2017 წლიდან ქალაქში ყოველწლიურად იმართება არქტიკული კინოფესტივალი „ზალატოი ვორონ (ოქროს ყვავი)“.[10]
კლიმატი
რედაქტირებაანადირში სუბარქტიკული და ოკეანური კლიმატია. იანვარში საშუალო ტემპერატურა აღწევს −22 °C-ს, ივლისს — +11 °C-ს. ნალექიანობა — წელიწადში 350 მმ. ზაფხულობით ხშირია ნისლი. წყლის ზედაპირის ტემპერატურა ზაფხულის თვეებში დაახლოებით +10 °C-ს აღწევს.
- საშუალო წლიური ჰაერის ტემპერატურა: −6,9 °C.
- საშუალო წლიური ჰაერის ტენიანობა: 81%
- საშუალო წლიური ქარის სიჩქარე: 6,6მ/წმ
წლიური ამინდი — ანადირი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წელი |
რეკორდ. მაღალი °F | 42 | 37 | 37 | 45 | 67 | 80 | 88 | 80 | 64 | 60 | 40 | 40 | 88 |
საშუალო მაღალი °F | -2 | -1 | 4 | 16 | 35 | 51 | 60 | 56 | 46 | 28 | 14 | 4 | 26 |
საშუალო დღიური °F | -9 | -8 | -3 | 9 | 29 | 43 | 53 | 50 | 40 | 24 | 8 | -3 | 20 |
საშუალო დაბალი °F | -15 | -14 | -9 | 2 | 24 | 38 | 47 | 45 | 36 | 19 | 2 | -9 | 14 |
რეკორდ. დაბალი °F | -52 | -48 | -44 | -39 | -19 | 18 | 30 | 24 | 11 | -19 | -38 | -49 | −52 |
ნალექი დუიმი | 1.6 | 1.1 | 0.9 | 0.7 | 0.5 | 0.8 | 1.4 | 1.7 | 1.2 | 0.9 | 1.2 | 1.6 | 13,6 |
რეკორდ. მაღალი °C | 5.8 | 2.7 | 3 | 7.1 | 19.3 | 26.5 | 31.3 | 26.6 | 17.7 | 15.6 | 4.6 | 4.3 | 31,3 |
საშუალო მაღალი °C | -18.8 | -18.3 | -15.5 | -9 | 1.6 | 10.6 | 15.6 | 13.5 | 7.7 | -2 | -10.1 | -15.6 | −3,3 |
საშუალო დღიური °C | -22.6 | -22 | -19.3 | -12.8 | -1.6 | 6.3 | 11.6 | 10.1 | 4.6 | -4.6 | -13.3 | -19.3 | −6,9 |
საშუალო დაბალი °C | -26.2 | -25.5 | -22.8 | -16.4 | -4.4 | 3.2 | 8.6 | 7.3 | 2 | -7.1 | -16.7 | -22.8 | −10 |
რეკორდ. დაბალი °C | -46.8 | -44.7 | -42.1 | -39.6 | -28.2 | -7.6 | -1.1 | -4.3 | -11.8 | -28.2 | -38.8 | -45.2 | −46,8 |
ნალექი მმ | 40 | 29 | 23 | 18 | 13 | 21 | 36 | 43 | 30 | 22 | 31 | 40 | 346 |
წყარო: ამინდი და კლიმატი. ციტირების თარიღი: 2020-08-03. 18 აგვისტო 2022 |
რელიგია
რედაქტირებაქალაქში მდებარეობს წმინდა სამების საკათედრო ტაძარი — ყველაზე დიდი ხისგან აგებული მართმადიდებლური ეკლესია, რომელიც მრავალწლოვანი მზრალობის ზონაშია აგებული. ეკლესია იტევს 1000 კაცს.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებააშშ, | ბეთელი, | 1989 |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Основные социально-экономические показатели городов. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2020-08-03.
- ↑ кратчайшее расстояние. wikimapia.org.
- ↑ Собрание узаконений РСФСР. ru.wikipedia.org.
- ↑ Список населённых мест Дальневосточного края. По материалам Всесоюзной переписи населения 17 декабря 1926 года и Приполярной переписи 1926—27 года. — Хабаровск; Благовещенск, 1929.
- ↑ РГАЭ, ф. 1562, оп. 336, д. 1470, л. 20.
- ↑ Перепись населения СССР 1959 года დაარქივებული July 19, 2011, საიტზე Wayback Machine.
- ↑ Перепись населения СССР 1970 года დაარქივებული March 23, 2012, საიტზე Wayback Machine.
- ↑ თარგი:Ru-pop-ref
- ↑ თარგი:Ru-pop-ref
- ↑ В Анадыре открылся Международный арктический кинофестиваль "Золотой ворон". ТАСС (2020).