ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ამფისბენები (ლათ. Amphisbaenia) ესაა ქვერიგი უკიდურო ქერცლიანებისა. ენათესავებიან ხვლიკებსა და გველებს. გარეგნობით ემსგავსებიან ჭიაყელებს. გააჩნიათ წვრილი, ძირითადად ვარდისფერი სხეული. ქერცლები განლაგებულია რგოლისებურად. ქვეოჯახი ნაკლებადაა შესწავლილი მათი მცირერიცხოვნობისა და მალული, მთხრელი ცხოვრების წესის გამო. სახეობათა უმრავლესობა ბინადრობს აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში. მცირე რაოდენობით გვხვდებიან მსოფლიოს დანარჩენ ნაწილებში. მათი ანატომიის გარდა, ძალზედ ცოტა რამაა ცნობილი ამფისბენების შესახებ. იმის გამო, რომ პატარა ზომის არსებების გაკვეთა ძნელია, არც ამფისბენების ანატომიაა კარგად შესწავლილი. უმეტესობა სახეობებისა 150 მილიმეტრზე პატარა იზრდება. წარმოიშვნენ ცარცულ პერიოდში.

ამფისბენები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ქერცლიანები
ქვერიგი:  ამფისბენები
ლათინური სახელი
Amphisbaenia, ტაქს. გრეი, 1844
გავრცელება

შავ ფერში აღნიშნულია ამფისბენების გავრცელების არეალი

რიგი: ქერცლიანები

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ამფისბენები“-დან