ამფისბენისებრნი (Amphisbaenidae <ამფი... და ბერძნ. bainō – მივდივარ) — ხვლიკისნაირთა ქვერიგის ოჯახი. აერთიანებს 17 გვარსა და 120-მდე სახეობას. გავრცელებულია უმთავრესად ტროპიკულ ამერიკასა და აფრიკაში, აგრეთვე სამხრეთ ევროპასა და წინა აზიაში. ამფისბენისებრნი მიწაში ბინადრობენ, იკვებებიან უხერხემლო ცხოველებით. აქვთ ჭიისებრი, უკიდურებო (ზოგ სახეობას წინა კიდურები აქვს) სხეული, მხოლოდ მარცხენა ფილტვი და განუვითარებელი თვალები. სოროში ყოფნისას შეუძლიათ მოძრაობა კუდის მხრიდანაც (აქედან წარმოდგება სახელწოდება).

ამფისბენისებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Amphisbaenidae

ლიტერატურა

რედაქტირება