ამონიუმის აცეტატი
ამონიუმის აცეტატი — არაორგანული ნივთიერება ქიმიური ფორმულით . არის თეთრი, ჰიგროსკოპული, მყარი ნივთიერება. მიიღება ამიაკისა და ძმარმჟავას ურთიერთქმედებით. კომერციულად ხელმისაწვდომია[2].
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | ამონიუმის ეთანოატი |
ქიმიური ფორმულა | |
მოლური მასა | 77.083 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | [1] გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | 113 °C |
ქიმიური თვისებები | |
pKa | 9.9 |
გამოყენება
რედაქტირება- გამოიყენება აცეტამიდის მისაღებად:
- NH4CH3CO2 → CH3C(O)NH2 + H2O
- იგი ასევე გამოიყენება როგორც შარდმდენი საშუალება.[2]
- ამონიუმის აცეტატი ასევე გამოიყენება საკვები დანამატის სახით, როგორც მჟავიანობის რეგულატორი. გამოსაყენებლად დამტკიცებულია ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში[3].
წარმოება
რედაქტირებაამონიუმის აცეტატი წარმოიქმნება ძმარმჟავას ნეიტრალიზაციით ამონიუმის კარბონატით, ასევე ძმარმჟავას და ამიაკის ურთიერთქმედებით[4]. მისი კრისტალური სახით მიღება რთულია ჰიგროსკოპული თვისებიდან გამომდინარე.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Pradyot, Patnaik (2003). Handbook of Inorganic Chemicals. The McGraw-Hill Companies, Inc.. ISBN 0-07-049439-8.
- ↑ 2.0 2.1 doi: 10.1002/14356007.a01_045.pub2
- ↑ Australia New Zealand Food Standards Code Standard 1.2.4 - Labelling of ingredients. ციტირების თარიღი: 2011-10-27.
- ↑ Brannt, William (1914). A practical treatise on the manufacture of vinegar. Lancaster, PA: Henry Carey Baird & Co., გვ. 316–317.