ამნიონის ეპითელური უჯრედები
ამნიონის ეპითელური უჯრედი — ღეროვანი უჯრედის ტიპი, რომელიც მიღებულია პლაცენტის შიდა მემბრანიდან. ამნიონის ეპითელური უჯრედები განვითარებას იწყებს განაყოფიერებიდან დაახლოვებით 8 დღის შემდეგ. ცნობილია, რომ ეს უჯრედები ექსპრესირებენ იგივე მარკერებს, რომელსაც ემბრიონული ღეროვანი უჯრედები, კონკრეტულად, Oct-4 და nanog. აღნიშნული ტრანსკრიფციის ფაქტორები ღეროვანი უჯრედების პლურიპოტენტურობას განსაზღვრავს.[1][2] ამნიონის ეპითელიუმის უჯრედებს აქვთ უნარი დასაბამი მისცენ სამივე ჩანასახოვან შრეს: ენდოდერმას, მეზოდერმას და ექტოდერმას.[3][4] ადამიანის ამნიონის ეპითელური უჯრედების პლურიპოტენტურობიდან გამომდინარე, შესაძლებელია მათი გამოყენება როგორც ნერვული სისტემის, ისე სხვა ქსოვილების დაავადების და დარღვევების სამკურნალოდ. ამნიონის ღეროვანი უჯრედების გამოყენებით შექმნილია გულის ხელვნური სარქველები, კუნთოვანი, ცხიმოვანი, ნერვული და ღვიძლის უჯრედები.[5][6]
ტრანსპლანტაცია
რედაქტირებანაჩვენებია, რომ ამნიონის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია უსაფრთხო და ეფექტურია სხვადასხვა სახეობის დონორიდან - რეციპიენტში. აღნიშნულის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზია, ამნიონის ეპითელური უჯრედების ანტიგენის დაბალი დონე, რაც აფერხებს თავსებადობას დონორიდან რეციპიენტში, რის გამოც ნაკლებ სავარაუდოა რეციპიენტი ქსოვილის მიერ უჯრედების უარყოფის შესაძლებლობა. ქსოვილის ტრანდიციული ტრანსპლანტაციისგან განსხვავებით, სადაც დონორი და რეციპიენტი თავსებადი უნდა იყოს სისხლის ჯგუფისა და საერთო თავსებადობით და მაინც შესაძლებელია ქსოვილის უარყოფა, ამნიონის ეპითელიური უჯრედები შესაძლოა გამოყენებულ იქნას ქსოვილის თავსებადობის უფრო მაღალი ალბათობით.
უპირატესობები ემბრიონის ღეროვან უჯრედებთან შედარებით
რედაქტირებაემბიონის ღეროვანი უჯრედების მიღებისას ნადგურდება ადამიანის ემბრიონი. ადამიანთა ნაწილი აღნიშნულ ქმედებას აბორტს უკავშირებს და მას არაეთიკურად მიიჩნევს. ამნიონის ეპითელური უჯრედები მიღებულია პლაცენტიდან, რომელიც ჩვეულებრივ სამედიცინო ნარჩენია მშობიარობის შემდგომ. უჯრედების მიღება მარტივია ინტრუზიული პროცედურების გამოყენების გარეშე. ამგვარად, ამ შემთხვევაში თავიდან აცილებულია კამათი ეთიკურ საკითხზე. ქსოვილიდან ექსტრაქციით საშვალოდ 50-100 მილიონზე მეტი უჯრედი მიიღება, ამიტომ ტრანსპლანტაციისთვის საჭირო რამდენიმე მილიარდი უჯრედის მისაღებად გამოიყენება ლაბორატორიულ პირობებში მათი ექსპანსია.
ემბრიონის ღეროვანი უჯრედებისგან განსხვავებით, ამნიონის ღეროვანი უჯრედები არ ავლენენ მიდრეკილებას ტერატომებად ან სხვა სიმსივნეებად ფორმირებისკენ ცოცხალ ქსოვილებში შეყვანისას, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული უჯრედები ექსპრესირებენ ემბრიონული ღეროვანი უჯრედებში ექსპრესირებად იმ გენებს, რომლებიც ცნობილნი არიან როგორც - სიმსივნის წარმოქმნის ხელშემწყობები.
ექსპანსია
რედაქტირებაიმის გამო, რომ ერთი პლაცენტიდან მიღებული უჯრედები არ არის საკმარისი უჯრედული თერაპიისთვის, საჭიროა მათი ექსპანსია ლაბორატორიულ პირობებში. თუმცა, ზოგიერთი კვლევით ნაჩვენებია, ლაბორატორიაში მათი გამრავლებისას პლურიპოტენტულობის კარგვა და გენის ექსპრესიის ცვლილებები, რის გამოც ყალიბდება განსხვავებული ფენოტიპი და იცვლება ანტიგენების ექსპრესიის დონე. აღნიშნულმა შესაძლო შეცვალოს მათი თავსებადბის უნარი არა-მონათესავე ქსოვილებში. ამრიგგად, დღესდღეობით მეცნიერთა მუშაობა მიმართულია აღნიშნული უჯრედების კულტივირების ტექნიკის შემუშავებაზე, პლურიპოტენტულობის ცვლილების გარეშე.
უჯრედული თერაპია
რედაქტირებაამნიონის ეპითელური უჯრედები წარსულში გამოიყენებოდა ღვიძლის ისეთი გენეტიკური დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ორნიტინ ტრანსკარბამილაზას დეფიციტი, ოჯახური ჰიპერქოლესტერინმემია და კრიგლეჯ-ნაჯარის სინდრომი. დღესდღეობით, ეს უჯრედები განიხილება როგორც ახალი და უფრო ეფექტური გზა ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ, განსაკუთრებით დონორების სიმცირის გამო წარმოქმნილი პრობლემის ფონზე.
ასევე, ამნიონის ეპითელური უჯრედებს აქვთ პოტენციალი რეციპიენტი ქსოვილის აღდგენის სტიმულირებაში. კვლევებმა აჩვენა, რომ ამნიონის ეპითელური უჯრედები გამოყენება უჯრედულ თერაპიაში, რაც მოიცავს ზურგის ტვინის დაზიანებებს, იმედისმომცემია, ვინაიდან მათ შეუძლიათ დიფერენცირდნენ სრულიად მოქმედ ნეირონებად.
ამნიონის ეპითელურ უჯრედებს აქვთ აცეტილქოლინისა და კატექოლამინების სინთეზის და სეჯრეცუუს უნარი. ამ უჯრედებში ასევე ექპრესირდება დოფამინის რეცეპტორის და ტრანსპორტერის გენი, რის გამოც ისინი გამოიყენება წამლების გავლენის შესასწავლად დოფამინის რეცეპტორსა და ტრანსპორტერზე.
ლაბორატორიულ თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ამნიონის ეპითელურ უჯრედებს პანკრეასის უჯრედებად დიფერენცირების უნარიც აქვთ, რომელიც ასინთეზირებენ ინსულინს და არეგულირებენ შაქრის დონეს სისხლში. აღნიშნული შესაძლოა იყოს ორივე ტიპის დიაბეტის შესაძლო განკურნების ან მკურნალობის გზა.
აღნიშნული ღეროვანი უჯრედებიდან შესაძლებელია ფილტვის უჯრედების მიღება, რომლებიც წარმოქმნიან სურფაქტანტს. ეს შესაძლოა გამოყენებულ იქნას დღენაკლული ბავშვების სამკურნალოდ, რომელთაც ფულტვების ტევადობა განუვითარებელია. ამნიონის ეპითელურმა უჯრედებმა ასევე აჩვენეს დადებითი ეფექტი, მძიმე დამწვრობის დროს მკურნალობისას, რეციპიენტის ქსოვილის აღდგენის სტიმულირებით და ასევე გარკვეული აუტოიმუნური დაავადებების მკურნალობაში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Human Amniotic Epithelial Cells Catalog #7110 at ScienCell Research Laboratories, inc.
- Byron Spice. (August 5, 2005) Option to stem cells found. www.postgazette.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 August 2010. ციტირების თარიღი: 2010-07-31.
- Gita Pratama; et al. (July 26, 2011). „Changes in Culture Expanded Human Amniotic Epithelial Cells: Implications for Potential Therapeutic Applications“. PLOS ONE. 6 (11): e26136. Bibcode:2011PLoSO...626136P. doi:10.1371/journal.pone.0026136. PMC 3206797. PMID 22073147.
- Hodges Alex; et al. (August 20, 2020). „Human Amnion Epithelial Cells Produce Soluble Factors that Enhance Liver Repair by Reducing Fibrosis While Maintaining Regeneration in a Model of Chronic Liver Injury“. Cell Transplantation. 29. doi:10.1177/0963689720950221. PMC 7563845. PMID 32813573.
- Andrewartha, Neil; Yeoh, George (7 August 2019). „Human Amnion Epithelial Cell Therapy for Chronic Liver Disease“. Stem Cells International. 2019: 8106482. doi:10.1155/2019/8106482. PMC 6702811. PMID 31485235.
- Haochuan Li; et al. (July 4, 2004). „Immunosuppressive Factors Secreted by Human Amniotic Epithelial cells“. Investigative Ophthalmology & Visual Science. 46 (3): 900–7. doi:10.1167/iovs.04-0495. PMID 15728546.
- Norio Sakuragawa; et al. (January 31, 2000). „Human Amniotic Epithelial cells are promising transgene carriers for Allogenic Cell transplantation“ (PDF). Journal of Human Genetics. 45 (3): 171–176. doi:10.1007/s100380050205. PMID 10807543. ციტირების თარიღი: April 9, 2012.
- Rick Weiss (Jan 8, 2007). „Scientists See Potential In Amniotic Stem Cells“. The Washington Post. ციტირების თარიღი: 2010-07-31.
- Sankar Venkatachalam; et al. (April 19, 2009). „Novel neurotrophic factor secreted by amniotic epithelial cells“. Biocell. 33 (2): 81–89. doi:10.32604/biocell.2009.33.081. PMID 19886035. ციტირების თარიღი: April 9, 2012.
- ScienCell Research Laboratories. Human Amniotic Epithelial Cells. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 4, 2016. ციტირების თარიღი: April 8, 2012.
- Takeshi Amemiya; et al. (January 21, 2010). „Immunohistochemical study of Oral Epithelial sheets Cultured on Amniotic Membrane for Oral Mucosal Reconstruction“. Biomed Mater Eng. 20 (1): 37–45. doi:10.3233/BME-2010-0613. PMID 20448302.
- Toshio Miki; et al. (November 1, 2005). „Stem Cell Characteristics of Amniotic Epithelial Cells“. Stem Cells. 23 (10): 1549–1559. doi:10.1634/stemcells.2004-0357. PMID 16081662. S2CID 31938425.
- Transplantation of Tissue Cultured Human Amniotic Epithelial Cells Onto Damaged Ocular Surfaces. ClinicalTrials.gov. ციტირების თარიღი: 2010-07-31.
- Yang Xin-xin. (2009)Therapeutic effect of human amniotic eipthlial cell transplantation into the lateral ventricle of hemiparkinsonian rats. ციტირების თარიღი: April 9, 2012.[მუდმივი მკვდარი ბმული]
- Yonathan Garfias; et al. (October 2010). „Amniotic Membrane is an Immunosuppressor of Peripheral Blood Mononuclear Cells“. Immunol Invest. 40 (2): 183–96. doi:10.3109/08820139.2010.532266. PMID 21080833. S2CID 23985166.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Bilic, G; Zeisberger, SM; Mallik, AS; Zimmermann, R; Zisch, AH (2008). „Comparative characterization of cultured human term amnion epithelial and mesenchymal stromal cells for application in cell therapy“. Cell transplantation. 17 (8): 955–68. doi:10.3727/096368908786576507. PMID 19069637. ციტირების თარიღი: 2019-11-22.
- ↑ Miki, T; Lehmann, T; Cai, H; Stolz, DB; Strom, SC (NaN). „Stem cell characteristics of amniotic epithelial cells“. Stem cells (Dayton, Ohio). 23 (10): 1549–59. doi:10.1634/stemcells.2004-0357. PMID 16081662. ციტირების თარიღი: 2019-11-22. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Ilancheran, S; Michalska, A; Peh, G; Wallace, EM; Pera, M; Manuelpillai, U (2007-09). „Stem cells derived from human fetal membranes display multilineage differentiation potential“. Biology of reproduction. 77 (3): 577–88. doi:10.1095/biolreprod.106.055244. PMID 17494917. ციტირების თარიღი: 2019-11-22. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Pratama, G; Vaghjiani, V; Tee, JY; Liu, YH; Chan, J; Tan, C; Murthi, P; Gargett, C; Manuelpillai, U (2011). „Changes in culture expanded human amniotic epithelial cells: implications for potential therapeutic applications“. PloS one. 6 (11): e26136. doi:10.1371/journal.pone.0026136. PMID 22073147. ციტირების თარიღი: 2019-11-22.
- ↑ Fang, CH; Jin, J; Joe, JH; Song, YS; So, BI; Lim, SM; Cheon, GJ; Woo, SK; Ra, JC; Lee, YY; Kim, KS (2012). „In vivo differentiation of human amniotic epithelial cells into cardiomyocyte-like cells and cell transplantation effect on myocardial infarction in rats: comparison with cord blood and adipose tissue-derived mesenchymal stem cells“. Cell transplantation. 21 (8): 1687–96. doi:10.3727/096368912X653039. PMID 22776022. ციტირების თარიღი: 2019-11-22.
- ↑ Zhu, S; Li, J; Zhu, Q; Dai, T; He, B; Zhou, X; Xiang, J; Liu, X (2015-02). „Differentiation of human amniotic epithelial cells into Schwann‑like cells via indirect co‑culture with Schwann cells in vitro“. Molecular medicine reports. 11 (2): 1221–7. doi:10.3892/mmr.2014.2881. PMID 25374158. ციტირების თარიღი: 2019-11-22. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება)