ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.


ამინ ალ-ჰაფიზი (არაბ. أمين الحافظ, რომანიზებული: Amīn al-Ḥāfiẓ, 12 ნოემბერი, 1921 წ.[6] – 17 დეკემბერი, 2009 წ.)[7] — ასევე, ცნობილი, როგორც ამინ ჰაფეზი, სირიელი გენერალი, პოლიტიკოსი და ბაასის პარტიის წევრი იყო და იკავებდა სირიის პრეზიდენტის პოსტს 1963 წლის 27 ივლისიდან 1966 წლის 23 თებერვლამდე პერიოდში.

ამინ ალ-ჰაფიზი
أمين الحافظ
ეროვნება სირიის დროშა სირია
დაბადების თარიღი 12 ნოემბერი, 1921[1] [2]
დაბადების ადგილი

12 ნოემბერი, 1921 წ.

ალეპო, ფრანგული სირია
გარდაცვალების თარიღი 17 დეკემბერი, 2009[3] [4] [5]
გარდაცვალების ადგილი

17 დეკემბერი 2009 წ. (88 წლის ასაკში)

ალეპო, სირია
ჯარის სახეობა  სირიის არაბული არმია
სამხედრო სამსახურის წლები 1938–1966 წწ.
წოდება General of the Army
თანამდებობა არმიის გენერალი
ბრძოლები/ომები არაბ-ისრაელის პირველი ომი

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ამინ ალ-ჰაფიზი დაიბადა 1921 წელს სუნიტურ არაბულ ოჯახში. მამამისი იყო პოლიციის ოფიცერი ქალაქ ალეპოდან. როდესაც ალ-ჰაფიზი იყო ახალგაზრდა, სხვა სტუდენტების მსგავსად, იგი ქვებს ესროდა ფრანგულ კოლონიურ ხელისუფლებას საფრანგეთის სამანდატო ტერიტორიაზე სირიაში. 1948 წელს, 27 წლის ასაკში, ალ-ჰაფიზი მოხალისედ წავიდა 1948 წლის არაბ–ისრაელის ომში. 1954 წელს, იგი შეუერთდა აჯანყებას ადიბ შიშაქლის წინააღმდეგ და დაწინაურდა მეთაუროს პოსტზე დაირ-ელ-ზავრი აღმოსავლეთ ფრონტზე, ხოლო მოგვიანებით, ჰომსის აკადემიის მეთაურად, სანამ წავიდოდა კაიროში. როდესაც სირიამ ომი დაიწყო ეგვიპტესთან 1961 წლის სექტემბერში, ალ-ჰაფიზი უკან დაბრუნდა დამასკოში.[8]

ხელისუფლებაში მოსვლა

რედაქტირება
 
ჰაფიზი (მარჯვნივ) ეგვიპტის პრეზიდენტ გამალ აბდელ ნასერთან ერთად, კაიროში ჩასვლის დროს, არაბთა ლიგის სამიტზე, 1964 წ.

დამასკოში ყოფნის დროს, ალ-ჰაფიზს კიდევ ერთხელ დაუკავშირდა სამხედრო კომიტეტის ლიდერი მუჰამად უმრანი. 1961 წლის დეკემბერში, ყუდსის რეჟიმმა ამინი გადაასახლა ბუენოს-აირესში, როგორც სამხედრო ატაშე და სწორედ იქიდან გამოიძახეს იგი სირიაში გამარჯვებულმა ოფიცრებმა 8 მარტის გადატრიალების შემდეგ.[8] სამხედრო კომიტეტის მიერ მოწყობილი გადატრიალება, ალ-ჰაფიზისთვის საზოგადო ცხოვრების დასაწყისად იქცა. შედეგად, რევოლუციური სამეთაუროს ეროვნული საბჭო ქვეყნის აღმასრულებელი ორგანო გახდა. ორგანო დომინირებული იყო რადიკალური პან-არაბული ბაასის პარტიის სირიული განშტოების მიერ. ამინი გახდა პრეზიდენტი, გაატარა სოციალური რეფორმები და მისი ქვეყანა სოციალისტური ბანაკისკენ წაიყვანა.

დაღმასვლა

რედაქტირება

1966 წლის 23 თებერვალს, ალ-ჰაფიზი რადიკალური ბაასის ფრაქციის ხელმძღვანელმა სალაჰ ჯადიდმა დაამხო.[9][10] სამხედრო გადატრიალების შესახებ დაგვიანებული ტელეგრამი ეგვიპტის პრეზიდენტმა გამალ აბდელ ნასერმა დილით ადრე გაუგზავნა ნასიმ ალ-საფარჯალანის (საპრეზიდენტო საბჭოს გენერალური მდივანი). გადატრიალება დაიწყო ფრაქციებს შორის ჯადიდის „რეგიონალისტების“ ბაასის პარტიის ბანაკსა (რომლის ამბიციები დიდი სირიის შექმნას ისახავდა) და უფრო ტრადიციული პან-არაბული ალ-ჰაფიზის ფრაქციას შორის, რომელსაც „ნაციონალისტური“ ფრაქცია ეწოდებოდა. ჯადიდის მხარდამჭერები უფრო რადიკალი მემარცხენეები იყვნენ.[11] გადატრიალებას მხარს უჭერდნენ და უძღვებოდნენ სირიელი რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ოფიცრები, განსაკუთრებით, ალავიტები და დრუზები, მაშინ, როცა ალ-ჰაფიზი მიეკუთვნებოდა სუნიტური მოსახლეობის უმრავლეობას.

გადასახლება და დაბრუნება

რედაქტირება

სამსაათიან სროლაში დაჭრის შემდეგ, რომელიც წინ უძღოდა გადატრიალებას, სადაც მისი ორი შვილი მძიმედ დაშავდა, ალ-ჰაფიზი დააპატიმრეს და გადაიყვანეს დამასკოს მეზეს ციხეში. მოგვიანებით, 1967 წლის ივნისში ალ-ჰაფიზი ლიბანში გააგზავნეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ, იგი ბაღდადში გადაიყვანეს. 1971 წელს დამასკოს სასამართლომ ალ-ჰაფიზს დაუსწრებლად სიკვდილი მიუსაჯა; თუმცა, სადამ ჰუსეინი „ალ-ჰაფიზს და მის დევნილ თანამემამულეებს, კერძოდ, ბაასის დამფუძნებელს, მიშელ აფლაკს, მეფეებივით ეპყრობოდა“ და სასჯელი სისრულეში არ მოყვანილა.[12] 2003 წლის ერაყის ომში სადამის დაცემის შემდეგ, ალ-ჰაფიზს უფლება მიეცა მშვიდად დაბრუნებულიყო სირიაში.[13] ალ-ჰაფიზი გარდაიცვალა ალეპოში 2009 წლის 17 დეკემბერს; მისი ასაკის შესახებ ცნობები განსხვავებულია, მაგრამ ითვლება, რომ იგი 80 წელს მეტი ხნის ასაკის იყო.[7][14] ალ-ჰაფიზის დაკრძალვის ცერემონიის ხარჯები სახელმწიფოს დააფინანსა.[12]

პოპულარული კულტურა

რედაქტირება

ამინ ალ-ჰაფიზი განასახიერა ვალიდ ზუაიტერმა Netflix-ის სერიალში The Spy.[15]

  1. http://syria-news.com/readnews.php?sy_seq=106325
  2. https://web.archive.org/web/20140525074729/http://syria-news.com/GetEXT.php?right_ads=yes&sy_seq=106325
  3. http://www.nytimes.com/2009/12/19/world/middleeast/19hafez.html
  4. Encyclopædia Britannica
  5. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. Celebrity Astrology & Numerology - celebrity horoscopes astrology directory.
  7. 7.0 7.1 Syria-news Archived 5 October 2011 at the Wayback Machine (in Arabic) (in Arabic). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 October 2011.
  8. 8.0 8.1 Seale 1990, p. 80.
  9. Amin al-Hafez obituary. The Guardian. London. Associated Press. (16 February 2010). ციტირების თარიღი: 31 May 2012.
  10. Salah Jadid, 63, Leader of Syria Deposed and Imprisoned by Assad. The New York Times. Associated Press (24 August 1993). ციტირების თარიღი: 31 May 2012.
  11. Syria:Coups and Countercoups, 1961-70. Countrystudies.us/. ციტირების თარიღი: 31 May 2012.
  12. 12.0 12.1 Joffe, Lawrence (16 February 2010). „Amin al-Hafez obituary: Leader of Syria's first Ba'athist regime“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 31 May 2012.
  13. Anthony Shadid (18 May 2005). „Syria Heralds Reforms, But Many Have Doubts“. The Washington Post. ციტირების თარიღი: 31 May 2012.
  14. AGENCE FRANCE-PRESSE (18 December 2009). „Amin el-Hafez, Baathist Leader of Syria in 1960s, Dies“. The New York Times. ციტირების თარიღი: 31 May 2012.
  15. The Spy – Full Cast and Crew. TV Guide. ციტირების თარიღი: 12 September 2023.

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ამინ_ალ-ჰაფიზი“-დან