გივი ამილახვარი
(გადამისამართდა გვერდიდან ამილახვარი, გივი)
გივი იოთამის ძე ამილახვარი (გ. 1700) — საამილახვროს უფროსი, ზემო ქართლის სადროშის სარდალი და გორის მოურავი (1656-1696).
ვახტანგ V-ისა და არჩილ II-ის პოლიტიკის მიმდევარი. აქტიური მონაწილეობა მიიღო გიორგი XI-ის აჯანყებაში სპარსეთის წინააღმდეგ (1688). აჯანყების დამარცხების შემდეგ თავი შეაფარა რაჭას. გარდაიცვალა იქვე.
ლიტერატურარედაქტირება
- ბერძენიშვილი ნ., ფეოდალური ურთიერთობებიდან XV საუკუნეში, მის წგნ.: საქართველოს ოსტორიის საკითხები, წგნ. 2, თბ., 1965;
- გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955;
- ქიქოძე მ., ქართლის სათავადოების ისტორიიდან XV-XVIII სს. (საამილახორო), „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1963, ნაკვ. 35
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 391.