ამარილისი (ლათ. Amaryllis) — ბოლქვიანი ბალახოვანი მცენარეების გვარი ამარილისისებრთა ოჯახისა. ერთადერთი სახეობალათ. Amaryllis belladonna, რომელსაც დიდრონი, ზანზალაკისებრი, თეთრი ან ფერადი სურნელოვანი ყვავილები აქვს, გავრცელებულია სამხრეთ აფრიკაში.

ამარილისი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
ოჯახი:  ამარილისისებრნი
ლათინური სახელი
Amaryllis

მოჰყავთ ორანჟერეებში, სამხრეთში კი — ღია გრუნტშიც. არსებობს აგრეთვე ბაღისა და ჰიბრიდული ფორმები. დეკორატიულ მებაღეობაში ამარილისს უწოდებენ ჰიპეასტრუმსაც, რომელიც იმავე ოჯახს ეკუთვნის.

ლიტერატურა

რედაქტირება