ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ამანდა გორმანი (ინგლ. Amanda Gorman,[4] დ. 7 მარტი, 1998) — ამერიკელი პოეტი და სამოქალაქო აქტივისტი. მისი ნამუშევრები ფოკუსირებულია ჩაგვრის, ფემინიზმის, რასობრივი დისკრიმინაციისა და მარგინალიზაციის, ასევე აფრიკული დიასპორის საკითხებზე. გორმანი იყო პირველი ადამიანი, რომელიც ახალგაზრდა ეროვნული პოეტის ტიტულის ლაურეატი გახდა. მან 2015 წელს გამოაქვეყნა პოეტური წიგნი „ადამიანი, ვისთვისაც საკვები არ არის საკმარისი“. 2021 წელს მან აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე წაიკითხა თავისი ლექსი, სახელწოდებით: „The Hill We Climb“. აღნიშნულმა ლექსმა საერთაშორისო მოწონება დაიმსახურა და მალევე გორმანის ორი წიგნი ბესტსელერი გახდა. 2021 წლის თებერვალში ლინ-მანუელ მირანდამ ჟურნალ ტაიმის ფენომენების 100-ეულის ჩამონათვალში გორმანიც შეიყვანა.[5]

ამანდა გორმანი
ინგლ. Amanda Gorman

ამანდა გორმანი 2021 წელს ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე
დაბადების თარიღი 7 მარტი, 1998 (1998-03-07) (26 წლის)
დაბადების ადგილი ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა პოეტი, აქტივისტი
ენა ინგლისური
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
ალმა-მატერი ჰარვარდის უნივერსიტეტი[1]
Magnum opus „The Hill We Climb“
ჯილდოები National Youth Poet Laureate[2] , Women of the Year[3] , TIME100 Impact Awards, Goodreads Choice Awards, Goodreads Choice Awards და Children's and Family Emmy Awards
საიტი theamandagorman.com

ადრეული ცხოვრება და განათლება

რედაქტირება

გორმანი დაიბადა 1998 წლის 7 მარტს,[6] ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში.[7][8] იგი მარტოხელა დედამ, ჯოან ვიკსმა გაზარდა, რომელიც უოტსის ერთ-ერთ სკოლაში მე-6 კლასს ასწავლიდა.[9][10] მას ორი დედამამიშვილი ჰყავს.[7][11][12][13] მას ჰყავს ტყუპისცალი და, გაბრიელი, რომელიც აქტივისტი[13][14] და კინორეჟისორია.[15][16] გორმანმა განაცხადა, რომ ის გაიზარდა ისეთ გარემოში, სადაც ტელევიზორზე წვდომა ხშირად არ ჰქონდათ.[17] მან საკუთარ თავს „უცნაური ბავშვი“ უწოდა, რომელსაც უყვარდა კითხვა და წერა და დედას მუდმივად ამხნევებდა.[7]

გორმანს აქვს სმენის დარღვევა და ჰიპერმგრძნობიარეა მკვეთრი ხმების მიმართ.[7] ბავშვობაში მას ასევე ჰქონდა მეტყველების პრობლემა.[18][19] ის პატარაობაში მეტყველების თერაპიაზე დადიოდა, რის შესახებაც გაზეთ The Harvard Crimson-ის წარმომადგენელმა, ელიდა კოჩარიანმა განაცხადა: „გორმანი თავის მეტყველების პრობლემას სისუსტედ არ მიჩნევდა, პირიქით, ის ამას საკუთარ სიძლიერედ და საჩუქრად თვლიდა.“[20]

გორმანი სანტა-მონიკას ერთ-ერთ კერძო სკოლაში დადიოდა დაწყებითიდან მე-12 კლასამდე.[21] როგორც სკოლადამთავრებულმა მან მილკენის ოჯახის ფონდის სახელობის კოლეჯის სტიპენდია მოიპოვა.[22] ის სოციოლოგიას სწავლობდა ჰარვარდის კოლეჯში,[23] რომელიც 2020 წელს წარჩინებით დაასრულა[24][25] ფი ბეტა კაპას საზოგადოების წევრი გახდა.[26][27]

გორმანის შემოქმედება და აქტივიზმი ფოკუსირებულია ჩაგვრის, ფემინიზმის, რასობრივი დისკრიმინაციისა და მარგინალიზაციის საკითხებზე, ასევე აფრიკულ დიასპორაზე.[28][29] მან თქვა, რომ მას ეს შთააგონა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ახალგაზრდა დელეგატმა პაკისტანიდან, ნობელის პრემიის ლაურეატმა მალალა იუსაფზაიმ.[30] გორმანი 2014 წელს ლოს-ანჯელესის პირველ ახალგაზრდა პოეტად აირჩიეს.[31] 2014 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორმანი „პირველ რომანს არედაქტირებდა, რომლის წერა 16 წლის ასაკში დაიწყო და მასზე მუშაობას ორი წელი მოანდომა.“[32] მან 2015 წელს გამოაქვეყნა პოეტური წიგნი The One for Whom Food Is Not Enough („ადამიანი, ვისთვისაც საკვები არ არის საკმარისი“).

2016 წელს გორმანმა დააარსა არაკომერციული ორგანიზაცია One Pen One Page (ერთი კალამი, ერთი გვერდი), ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი წერისა და ხელმძღვანელობის პროგრამა.[33][34] 2017 წელს იგი გახდა პირველი ავტორი, რომელიც მონაწილეობდა XQ ისტიტუტის თვის წიგნის კატეგორიაში. მან დაწერა სცენარი Nike-ს რეკლამისთვის, სადაც შავკანიანები იღებდნენ მონაწილეობას.[35] მას ასევე ჰქონდა გარიგება ვიკინგების საბავშვო წიგნებთან, რომელთათვისაც ორი წინგი შექმნა.[36][37]

2017 წელს გორმანი გახდა პირველი ახალგაზრდა პოეტი, რომელმაც გახსნა ლიტერატურული სეზონი კონგრესის ბიბლიოთეკისთვის და წაიკითხა თავისი ნაწარმოები MTV– ზე.[17][38] მან დაწერა: In This Place: An American Lyric („ამ ადგილას:ამერიკული ტექსი“) 2017 წლის სექტემბრის კონგრესის ბიბლიოთეკაში გამოსვლისთვის. ღონისძიება ტრეისი სმიტის, როგორც შეერთებული შტატების პოეტის ტიტულის ლაურეატის პატივსაცემად გაიმართა.[20] 2018 წელს მორგანის ბიბლიოთეკამ და მუზეუმმა შეიძინა მისი პოემა In This Place: An American Lyric, რომელიც ელიზაბეთ ბიშოპის შემოქმედების მახლობლად განათავსეს.[17]

ჰარვარდში ყოფნისას, გორმანი გახდა პირველი ადამიანი, ვინც 2017 წლის აპრილში დასახელდა ახალგაზრდობის ეროვნული პოეტის სტატუსის მფლობელად ( National Youth Poet Laureate).[7][28][38] ის ხუთი ფინალისტიდან აირჩიეს.[39] 2017 წელს გორმანმა მოიპოვა 10 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მედიაკომპანია OZY– სგან ყოველწლიური OZY Genius Awards– ით, რომლის მეშვეობითაც კოლეჯის 10 სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა „განახორციელონ თავიანთი იდეები და ინოვაციები“.[40]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

გორმანი აფრო-ამერიკელი კათოლიკეა,[41] წმინდა ბრიჯიტის სახელობის კათოლიკური ეკლესიის წევრი, რომელიც ლოს-ანჯელესში მდებარეობს.[42] ბაიდენის ინაუგურაციიდან მეორე დღეს, იგი გამოჩნდა ჯეიმზ კორდენის ღამის შოუში (The Late Late Show with James Corden) სადაც განაცხადა, რომ კორდენი მისთვის „უსაყვარლესი ადამიანია ვისაც ოდესმე უარსებია”.[43] 2014 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორმანი „ისწრაფვის იმისკენ, რომ გახდეს ადამიანის უფლებათა დამცველი“.[32]

ლიტერატურა

რედაქტირება

აუდიოწიგნები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://www.poetryfoundation.org/poets/amanda-gorman
  2. Harvard Sophomore Chosen as First Youth Poet Laureate
  3. https://time.com/collection/women-of-the-year/
  4. Walsh, Colleen (October 4, 2018). „The poetic perspective“. The Harvard Gazette. ციტირების თარიღი: January 22, 2021.
  5. „Amanda Gorman makes history as youngest known inaugural poet“. CBS News. January 21, 2021. ციტირების თარიღი: February 1, 2021.
  6. „Famous birthdays for March 7: Laura Prepon, Amanda Gorman“. UPI. March 7, 2021. ციტირების თარიღი: March 7, 2021.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 Hassan, Adeel (February 28, 2018). „A Young Poet's Inspiration“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 28, 2018. ციტირების თარიღი: April 30, 2018.
  8. Coke, Hope (January 21, 2021). „Meet Amanda Gorman: The gifted young poet who shot to fame after her starring role in Biden's inauguration“. Tatler. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 30, 2021. ციტირების თარიღი: January 30, 2021.
  9. 6th Grade Humanities – Dr. Joan Wicks – Alliance Jack H. Skirball Middle School. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 31, 2021. ციტირების თარიღი: მარტი 8, 2021.
  10. Ballard, Elise (January 27, 2021). „Amanda Gorman Was Mentored by a "Positive Community of Women Writers" Before Her Inaugural Moment“. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 28, 2021. ციტირების თარიღი: January 30, 2021.
  11. Engelmayer, Caroline S.. (September 18, 2017) Harvard Sophomore Chosen as First Youth Poet Laureate | News | The Harvard Crimson en. ციტირების თარიღი: April 30, 2018
  12. Astrid (March 22, 2018). „Meet Amanda Gorman, the L.A. Native Who Is the First National Youth Poet Laureate“. L.A. TACO (ინგლისური). ციტირების თარიღი: April 30, 2018.
  13. 13.0 13.1 Meet the First Youth Poet Laureate. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 18, 2020. ციტირების თარიღი: April 30, 2018
  14. Rodriguez-Cayro, Kyli (January 18, 2018). „These Twin Sisters Have A Powerful Message About Making Sure Your Resistance Includes All Women“. Bustle (ინგლისური). ციტირების თარიღი: April 30, 2018.
  15. Luders-Manuel, Shannon (April 19, 2016). „Meet Gabrielle Gorman: Filmmaker and YoungArts Winner“. Essence. ციტირების თარიღი: January 21, 2021.
  16. Larsen, Peter (January 20, 2021). „Los Angeles native Amanda Gorman will be youngest poet to read at presidential inauguration“. The Orange County Register. ციტირების თარიღი: January 21, 2021.
  17. 17.0 17.1 17.2 Hawkins, Khaliha (June 4, 2018). „America's First Youth Poet Laureate Amanda Gorman on the Power of Young Women“. Glamour (ინგლისური). ციტირების თარიღი: June 29, 2018.
  18. Gorman, Amanda. (November 21, 2014) How Poetry Gave Me a Voice en-US. ციტირების თარიღი: June 29, 2018
  19. Breslow, Jason (January 19, 2021). 'History Has Its Eyes On Us.' Poet Amanda Gorman Seeks Right Words For Inauguration“. Morning Edition. NPR. ციტირების თარიღი: January 21, 2021.
  20. 20.0 20.1 Kocharian, Elida (February 1, 2018). „American Lyricist“. The Harvard Crimson. ციტირების თარიღი: January 21, 2021.
  21. 16 Alumna and US Youth Poet Laureate Presents Poem at Library of Congress (September 14, 2017).
  22. Goodman, Jeff (July 14, 2016). „Santa Monica students win Milken scholarships“. Santa Monica Daily Press (ინგლისური). ციტირების თარიღი: July 14, 2016.
  23. Flood, Alison. (January 19, 2021) Amanda Gorman will be youngest poet to recite at a presidential inauguration en. ციტირების თარიღი: January 19, 2021
  24. Wordsmith. Change-maker. ციტირების თარიღი: January 21, 2021
  25. Amanda Gorman. ციტირების თარიღი: January 21, 2021
  26. Phi Beta Kappa Member Amanda Gorman. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 6, 2021. ციტირების თარიღი: მარტი 8, 2021.
  27. Fernanda Baron and Amanda Gorman Elected to Senior PBK May 2020. Harvard University (January 21, 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 5, 2021. ციტირების თარიღი: January 31, 2021
  28. 28.0 28.1 Hassan, Adeel (February 28, 2018). „A Coda to Black History Month“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: April 30, 2018.
  29. Petronzio, Matt (September 17, 2017). „Watch the first-ever U.S. youth poet laureate perform a stunning poem about social change“. Mashable (ინგლისური). ციტირების თარიღი: April 30, 2018.
  30. Hawgood, Alex (November 3, 2017). „How Amanda Gorman Became the Nation's First Youth Poet Laureate“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: April 30, 2018.
  31. Sonksen, Mike (April 24, 2015). „Mentoring the Next Generation of L.A. Letters“. KCET (ინგლისური). ციტირების თარიღი: April 30, 2018.
  32. 32.0 32.1 Thomson, Hilary (May 27, 2014). „Writes of Passage“. Trek. University of British Columbia. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 3, 2020. ციტირების თარიღი: January 30, 2021.
  33. Gilpin, Caroline Crosson (November 7, 2017). „Do You Read or Write Poetry?“. The New York Times. ციტირების თარიღი: January 21, 2021.
  34. „Gender Letter: All the Poetry That's Fit to Print“. The New York Times (ინგლისური). April 26, 2018. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: April 30, 2018.
  35. Italie, Hillel. (January 15, 2021) Meet Amanda Gorman, the 22-year-old poet chosen to read at the inauguration of Joe Biden. ციტირების თარიღი: January 17, 2021
  36. Italie, Hillel. (January 15, 2021) Poet Amanda Gorman, 22, Will Read at Biden's Inauguration. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 16, 2021. ციტირების თარიღი: January 17, 2021
  37. „Poet and former Youth Laureate Amanda Gorman has book deal“. The Boston Globe (ინგლისური). Associated Press. July 11, 2019. ციტირების თარიღი: January 17, 2021.
  38. 38.0 38.1 Eppolito, Sophia (September 18, 2017). „Harvard's Amanda Gorman first youth poet to open Library of Congress literary season“. The Boston Globe. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 30, 2018. ციტირების თარიღი: April 30, 2018.
  39. Charles, Ron (September 14, 2017). „New U.S. Poet Laureate Tracy K. Smith reports for duty“. The Washington Post (ინგლისური). ISSN 0190-8286. ციტირების თარიღი: April 30, 2018.
  40. Fouriezos, Nick. (December 1, 2017) How a Young Poet Is Nurturing Empathy ... With Virtual Reality. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 30, 2021. ციტირების თარიღი: January 21, 2021
  41. Jones, Kevin. (January 27, 2021) Amanda Gorman, inaugural poet for Biden, has history of abortion advocacy en. ციტირების თარიღი: January 31, 2021
  42. Molina, Alejandra (January 29, 2021). „At poet Amanda Gorman's Black Catholic LA parish, 'it's like everybody here is a freedom fighter'. Los Angeles Daily News. Mercury News, Bay Area News Group. ციტირების თარიღი: February 1, 2021.
  43. Murphy, Chris (January 22, 2021). „Amanda Gorman Geeking Out Over James Corden Won Late Night This Week“. Vulture. New York. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 27, 2021. ციტირების თარიღი: January 30, 2021.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ამანდა_გორმანი“-დან