ალუბლის ხერხია (ლათ. Caliroa limacina) — მწერი ნამდვილი ხერხიების ოჯახისა. მბზინვარე შავი ფერისაა, აქვს გამჭვირვალე ფრთები. სხეულის სიგრძეა 4-5 მმ, ხოლო შავი ლორწოთი დაფარული მატლისა — 10-15 მმ. ალუბლის ხერხია ხერხისებრი კვერცხსადებით ფოთლის რბილობში დებს 71-მდე კვერცხს. მატლი ნიადაგში იზამთრებს. გავრცელებულია ყველგან. საქართველოში იძლევა 2-3 თაობას. ალუბლის ხერხიას მატლი ღრღნის ალუბლის, ბლის, კომშის, მსხლის, იშვიათად ქლიავის, გარგარისა და სხვა ფოთლის რბილობს (ძარღვებისა და ეპიდერმისის გარდა).

ბრძოლის ღონისძიებანი

რედაქტირება

მცენარის დამუშავება ინსექტივიდებით. საშემოდგომო ხვნა და ხის შემობარვა.

ლიტერატურა

რედაქტირება