ალუბლის რინქიტი (ლათ. Rhynchites auratus) — ხოჭო მილხვევიასებრთა ოჯახისა. მომწვანო-ჟოლოსფერი მწერი, სიგრძით 6-9 მმ. მატლი თეთრი, უფეხო, ყავისფერთავიანია. იმაგო და მატლი ნიადაგში იზამთრებს. ალუბლის რინქიტი გავრცელებულია დასავლეთ ევროპაში, სამხრეთ-დასავლეთ ციმბირში, კავკასიაში, შუა აზიასა და სხვა. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება. ხოჭო აზიანებს ბლის, ალუბლის, გარგარის, ქლიავის, ნუშისა და სხვა კვირტებს, კოკრებს, ყვავილსა და ნასკვს, მატლი კი — ნაყოფს.
ბრძოლის ღონისძიებანი: ხის დამუშავება ინსექტივიდებით. ხოჭოების ჩამობერტყვა საფენზე, ძირნაყარის შეგროვება, ხის შემობარვა.