ალთაის ოქროს მთები

(გადამისამართდა გვერდიდან ალტაის ოქროს მთები)

ალთაის ოქროს მთები1998 წლიდან, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ამ სახელითაა შესული ერთ-ერთი ძეგლი რუსეთის ფედერაციიდან, რომელიც მოიცავს ალთაის მთებს, კათუნის ნაკრძალს, ტბა ტელეცკოეს, ბელუხის მთებს და უკოკის მაღლობს.

ალთაის ოქროს მთები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები x
სია [1]
რეგიონი** აზია და ოკეანეთი
კოორდინატები 50°28′00″ ჩ. გ. 86°00′01″ ა. გ. / 50.46667° ჩ. გ. 86.00028° ა. გ. / 50.46667; 86.00028
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1998  (22-ე სესია)
ნომერი 768
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 768
ინგლ.რუს.ფრ.

იუნესკო ძეგლს შემდეგნაირად აღწერს: „რეგიონი წარმოადგენს ცენტრალურ ციმბირში მცენარეული ზონების ყველაზე სრულყოფილ თანამიმდევრობას სიმაღლის ზრდასთან ერთად, დაწყებული სტეპებით, ტყე-სტეპებით, შერეული ტყეებით, დამთავრებული სუბალბური და ალპური მცენარეულობით“.

იუნესკომ ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია აქ გავრცელებულ მსოფლიო მასშტაბით ისეთ საფრთხის ქვეშ მყოფ ძუძუმწოვრებს, როგორებიცაა თოვლის ლეოპარდი და ალთაის ცხვარი. ტერიტორია მოიცავს 16 175 კმ²-ს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება