ალთაური ცხვარი
ალთაური ცხვარი — სამატყლო-სახორცე წმინდამატყლიანი ცხვრის ჯიში. გამოყვანილია 1930–1949 წლებში რსფსრ-ის ალთაის მხარეში. ადგილობრივი მერინოსული ნერბი ჯერ შეჯვარებულია რამბულიეს ერკემალთან და შემდეგ 1-ლი თაობის ნაჯვარი — ავსტრალიური მერინოსისა და კავკასიური წმინდამატყლიანი ცხვრის ჯიშის ერკემალთან. ჯიში დამტკიცებულია 1949 წელს. ცოცხალი წონა ნერბისა 55–65 კგ, ერკემლისა 90–100 კგ. მატყლის ნაპარსი შესაბამისად 6,0–6,5 კგ, 9–11 კგ. მაქსიმალური ნაპარსი — 12 და 30 კგ. მატყლის სიგრძე 7–10 სმ. ალთაური ცხვრის ნაყოფიერება — 100 ნერბზე 130–170 ბატკანი. მის მოშენებას მისდევენ ციმბირში, ყაზახეთის ჩრდილოეთ ოლქებში, ბაშკირეთში, ჩელიაბინსკის ოლქში და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 307.