კავკასიური წმინდამატყლიანი ცხვარი

კავკასიური წმინდამაყტლიანი ცხვარი, სახორცე-სამატყლე მიმართულების ცხვრის ჯიში. გამოყვანილია 1921-1926 წლებში სტავროპოლის მხარის იპატოვოს რაიონის სამომშენებლო მეურბნეობა „ბოლშევიკში“ ახალკავკკასიური წმინდამატყლიანი ცხვრის შეჯვარებით ამერიკული რამბულიესა და ასკანიურ ერკემალთან.

ერკემლის მატყლის ნაპარსია 10-12 კგ (უდიდესი 25 კგ-მდე), ნერბისა 5,8-6,5 კგ (უდიდესი 13 კგ). მატყლის სიგრძე 7,5-8,5 სმ (64-ე ხარისხისა). წმინდა მატყლის გამოსავალი 38-43%. ცოცხალი მასა ერკემლისა 90-100 კგ, ნერბისა 50-60 კგ. ნერბის ნაყოფიერება 150%-ს აღწევს. ერკემალს იყენებენ ზოგიერთი წმინდამატყლიანი და უხეშმატყლიანი ჯიშების გასაუმჯობესებლად. კავკასიური წმინდამაყტლიანი ცხვარი მოშენებულია რსფსრ ზოგიერთი მხარესა და ოლქში, აგრეთვე ყაზახეთში, საქართველოსა და სომხეთში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქსე, ტ. 5, გვ. 312, თბ., 1980