ასკანიური წმინდამატყლიანი ცხვარი

ცხვრის ჯიში

ასკანიური წმინდამატყლიანი ცხვარიცხვრის ჯიში. გამოყვანილია 1925–1934 საბჭოთა მეცნიერის მ. ივანოვის მიერ უკრაინის მეცხოველეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში („ასკანია-ნოვა“). ჯიში შეიქმნა „ასკანია-ნოვაში“ მოშენებული მერინოსული ნერბის შეჯვარებით ამერიკულ რამბულიეს ერკემალთან. ასკანიური წმინდამატყლიანი ცხვარი მკვრივი კონსტიტუციისა და კარგი მოყვანილობისაა. გამოირჩევა მატყლისა და ხორცის მაღალი პროდუქტიულობით. ცოცხალი მასა ერკემლისა 110–140 კგ-ია, უდიდესი 180 კგ-მდე, ნერბისა — 60–70 კგ. მატყლი 64-ე ხარისხისაა. სირგძით 7–8 სმ, ნაპარსი: ერკემლისა 10–12 კგ, ნერბისა — 5,5–6 კგ. სუფთა მატყლის გამოსავალი 40–45%. ასკანიური წმინდამატყლიანი ცხვარს ეკუთვნის მატყლის ნაპარსის მსოფლიო რეკორდი — 30,6 კგ. ასკანიური წმინდამატყლიანი ცხვრის მოშენებას ძირითადად მისდევენ უკრაინასა და რუსეთის სამხრეთ რაიონებში.

ერკემალი

ლიტერატურა

რედაქტირება