ავსტრალიური მერინოსი
ავსტრალიური მერინოსი — წმინდამატყლიანი ცხვრის ჯიში. გამოყვანილია ავსტრალიაში (XIX საუკუნის I ნახევარი) დასავლეთ ევროპული ქვეყნებიდან XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე შეყვანილი მერინოსისაგან. უფრო გვიან შეჯვარებისათვის გამოიყენეს ფრანგული რამბულიე და ამერიკული ვერმონტი. მატყლის ხარისხისა და ექსტერიერის მიხედვით თანამედროვე ავსტრალიური მერინოსი სამი ტიპისაა: ფაინი - წმინდამატყლიანი უნაოჭო ცხვარი (მატყლი 70-ე და უფრო მაღალი ხარისხისა), ერკემლის ცოცხალი მასა დაახლოებით 70 კგ, ნერბისა 35-40 კგ; მედიუმი - ორსამნაოჭიანი ცხვარი (მატყლი 64-66-ე ხარისხისა), ერკემლის ცოცხალი მასა 75-85 კგ, ნერბისა 40-44 კგ; სტრონგი ყველაზე დიდი ზომისაა (მატყლი 60-58-ე ხარიხისა), ერკემლის ცოცხალი მასა 80-95 კგ, ნერბისა 42-48 კგ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 139.