ალპური ვერონიკა (ლათ. Veronica alpina) — ვერონიკის გვარის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე მრავალძარღვასებრთა ოჯახისა.

ალპური ვერონიკა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Veronica alpina

გავრცელების არეალია: რუსეთი, ესპანეთი (პირენეები და სიერა-ნევადა), საფრანგეთი (პირენეები და ალპები), შვეიცარია, იტალია (ალპები, აპენინები), გერმანია (ალპები), დიდი ბრიტანეთი (ინგლისი და შოტლანდია, იშვიათად), ავსტრია, ალბანეთი, ჩეხოსლოვაკია (ტატრები), რუმინეთი (კარპატები), ბულგარეთი, პოლონეთი (კარპატები), ნორვეგია, შვედეთი (სამხრეთი მონაკვეთის გარდა), ფინეთი, ისლანდია; აზია: შესაძლოა მონღოლეთის საიანი, ინდოეთი (ქაშმირი, კუმაონი), ნეპალი; ჩრდილოეთი ამერიკა: გრენლანდია, ალასკა, კანადა, აშშ (ნიუ-ჰემფშირის ნიუ-მექსიკოს, არიზონისა და კალიფორნიის სამხრეთით).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება