ალკანა
ალკანა (ლათ. Alkanna) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეების გვარი ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს კიდემთლიანი, ხშირად ხეშეშბუსუსიანი ფოთლები და ხვეულა ყვავილედი.
ალკანა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Alkanna | ||||||||||||
|
აერთიანებს 40-მდე სახეობას. გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში, სირიაში, ერაყსა და ირანში. ლათ. Alkana tinctoria-ს ფესვები მურა-იისფერ საღებავს შეიცავს.
ალკანას ფესვების სპირტიანი ნაყენი (ალკაინი) იხმარება მიკროსკოპიაში (რეაქტივად), ზოგჯერ - შალისა და აბრეშუმის საღებავად, აგრეთვე ღვინისა და საკვები პროდუქტებია შესაფერავად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 314.