ალექსი აბრიკოსოვი
ალექსი ივანეს ძე აბრიკოსოვი (რუს. Алексей Иванович Абрикосов; დ. 6 (18) იანვარი, 1875, მოსკოვი — გ. 9 აპრილი, 1955, იქვე) — საბჭოთა პათოლოგანატომი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიისა (1939) და სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის (1944) აკადემიკოსი. სოციალისტური შრომის გმირი (1945). სკკპ წევრი 1939 წლიდან.
ალექსი აბრიკოსოვი | |
---|---|
რუს. Алексей Иванович Абрикосов | |
დაბ. თარიღი | 6 (18) იანვარი, 1875 |
დაბ. ადგილი | მოსკოვი |
გარდ. თარიღი | 9 აპრილი, 1955[1] (80 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
დასაფლავებულია | ნოვოდევიჩიეს სასაფლაო |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
საქმიანობა | პათოლოგანატომი, ავტორი[2] და უნივერსიტეტის პროფესორი[3] |
მუშაობის ადგილი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და სეჩენოვის სახელობის მოსკოვის პირველი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | მედიცინის დოქტორი[4] |
შვილ(ებ)ი | Alexei Abrikosov |
ჯილდოები | სტალინური პრემია, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, მოსკოვის 800 წლისთავის მედალი, სტალინური 1-ლი ხარისხის პრემია და რსფსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე |
ბიოგრაფია
რედაქტირება1899 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი, 1920-1953 წლებში მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორი. 1944-1951 წლებში სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ნორმალური და პათომორფოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი. 1938 წლიდან მოსკოვის პათოლოგთა საზოგადოების ორგანიზატორი და საპატიო თავმჯდომარე. შეისწავლა ფილტვის ტუბერკულოზის საწყის სტადიაზე ფილტვებში მომხდარი მორფოლოგიური ცვლილებები, აღმოაჩინა კუნთოვანი სიმსივნის ახალი სახეობა — მიობლასტომიომა („აბრიკოსოსვის სიმსივნე“), მოგვცა ქსოვილის ალერგიული რეაქციების მორფოლოგიური დახასიათება და სხვა.
იყო პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1942). დაჯილდოვებული იყო 2 ლენინის ორდენითა და შრომის წითელი დროშის ორდენით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 36.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Абрикосов Алексей Иванович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ https://www.bksh.al/details/34281
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ Созинов И. В. К вопросу о формировании лженаучного учения О.Б. Лепешинской: события 1919–1940 гг, On the institutionalisation of O.B. Lepeshinskaya’s pseudoscientific doctrine: the events of 1919–1940 // Историко-биологические исследования — 2023. — Т. 15, вып. 1. — С. 101–128. — ISSN 2076-8176; 2500-1221 — doi:10.24412/2076-8176-2023-1-101-128