ალექსანდრე ჩიკვაიძის ქუჩა
ალექსანდრე ჩიკვაიძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (ზემო უბანი). შოთა ყავლაშვილის ქუჩიდან იეთიმ გურჯის ქუჩამდე.
ალექსანდრე ჩიკვაიძის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | კრწანისის რაიონი |
უბანი | ზემო უბანი |
წინა სახელები | ახალი ქუჩა, სურბ-ნიშანის ქუჩა, აკოფ აკოფიანის ქუჩა, სულთნიშნის ქუჩა |
ისტორია
რედაქტირება1841 წელს შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში შტანილია ახალი ქუჩის სახელწოდებით. თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია როგორც სურბ-ნიშანის ქუჩა. სახელწოდება უკავშირდება იქვე მდგარ სურბ-ნიშანის ეკლესიას, რომელიც 1703 (ზოგი წყაროთი 1701) წელს ძველი მართლმადიდებლური ეკლესიის ნანგრევებზე აუშენებიათ სომეხ გრიგორიანელებს. ქუჩას 1925 წელს აკოფ აკოფიანის სახელი ეწოდა. 2007 წელს ეწოდა სულთნიშნის ქუჩა. 2017 წლის 10 ოქტომბერს ქუჩას მიენიჭა ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელი.[1]
ქუჩაზე და შესახვევში შემორჩენილია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები. აქვს ერთი შესახვევი (ყოფილი სურბ-ნიშანის, 1925 წლიდან — აკოფ აკოფიანის შესახვევი).
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 165, ISBN 978-99928-20-35-3.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სულთნიშნის ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის დიპლომატის ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელის მინიჭების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10 ოქტომბერი, 2017). ციტირების თარიღი: 20 ოქტომბერი, 2021