იეთიმ გურჯის ქუჩა — ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (ზემო უბანი); ილია და ნინო ნაკაშიძეების ქუჩის შესახვევიდან კახი კავსაძის ქუჩამდე. თბილისის 1876 და 1934 წლების გეგმებზე დატანილია როგორც საზოგადოებრივი ქუჩა, თბილისის ქუჩების 1960 წლის ცნობარში შეტანილია საზოგადოების ქუჩის სახელწოდებებით. 1964 წელს იეთიმ გურჯის სახელი ეწოდა. მოკლე და ვიწრო თბილისური ქუჩა განაშენიანებულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლებით. აქვს 1 ჩიხი.

იეთიმ გურჯის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი კრწანისის რაიონი
ისტორიული რაიონი ზემო უბანი
წინა სახელები საზოგადოებრივი ქუჩა, საზოგადოების ქუჩა

ლიტერატურა რედაქტირება