შოთა ყავლაშვილის ქუჩა

შოთა ყავლაშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (ზემო უბანი). კოტე (კონსტანტინე) აფხაზის ქუჩიდან ერეკლე II-ის მოედნამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის I ნახევარში. 1841 წელს შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში შეტანილია როგორც უწყების ქუჩა („პრიკაზნაია“). 1923 ჩალაუბნის ქუჩა დაერქვა, 1996 წელს შოთა ყავლაშვილის სახელი ეწოდა. ქუჩაზე, შესახვევსა და ჩიხში შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები. აქვს I შესახვევი (1934 წლის თბილისის გეგმაზე დატანილია როგორც პირველი მაისის შესახვევი), I ჩიხი.

შოთა ყავლაშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი კრწანისის რაიონი
წინა სახელები უწყების ქუჩა, ჩალაუბნის ქუჩა

ლიტერატურა

რედაქტირება